x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135796
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
რაზე აუნთო მწვანე შუქი ნატო-ს ქვეყნებს აშშ-ს ხელისუფლებამ?



image
ვაშინგტონმა ნატო-ს ქვეყნებს „მწვანე შუქი“ აუნთო, რათა უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავები მიაწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია CBS-ის ეთერში განაცხადა.


„ამას მწვანე შუქი აუნთეს. სინამდვილეში, ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმაზე, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, თუ ისინი ნამდვილად გადაწყვეტენ ამ მოიერეშე თვითმფრინავების გადაცემას უკრაინელებისთვის.“ - თქვა ბლინკენმა.


მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „ გადადგამს შემდგომ ნაბიჯებს, რათა, უზრუნველყოს უკრაინელებისთვის ის, რაც მათ სჭირდებათ დაცვისთვის“.


მანამდე ბლინკენმა გამოაცხადა შეერთებული შტატების მზადყოფნა მხარი დაუჭიროს პოლონეთის მიერ უკრაინაში F-16 თვითმფრინავების გადაცემას.



შეერთებულმა შტატებმა კომპანიებს სთხოვა წინასწარი წინადადებები ლიტვიას, ლატვიასა და ესტონეთს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებისა და ნატოს საჰაერო თავდაცვის სისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობის შესახებ.


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ბოლო ერთი თვის განმავლობაში უკრაინამ მიიღო 2000 ტონა თანამედროვე იარაღი, საბრძოლო მასალა და დამცავი აღჭურვილობა.

0
252
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
252
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0