მუსიკა ელტონ ჯონმა და Deep Purple-მ პირობა დადეს,რომ აღარასოდეს გამოვლენ რუსეთში 2022, 6 მარტი, 19:09 ![]() როგორც ჩანს ასე აღარ მოხდება, წამყვანმა პოპ-ვარსკვლავებმა პირობა დადეს, რომ ისინი აღარასოდეს დაბრუნდებიან ამ ქვეყანაში, წერს გამოცემა The Sunday Times-ი. რუსი ოლიგარქების მდიდრულ წვეულებებზე გამოსვლა დიდი ხანია საკმაოდ მომგებიანი იყო ზოგიერთი უდიდესი ბრიტანელი პოპ-ვარსკვლავისთვის. ახლა ეს ყველაფერი შეიძლება წარსულს ჩაბარდეს . ელტონ ჯონმა და როკ-ჯგუფმა Deep Purple-მა, რომლებიც ადრე სოლიდურ თანხებს იღებდნენ ქვეყნის ელიტის პირად ღონისძიებებზე ჩატარებული კონცერტებისთვის, გუშინ ღამით დაგმეს რუსული ჯარის უკრაინაში შეჭრა და გააკრიტიკეს კრემლი. ელტონ ჯონმა, ვლადიმერ პუტინის მთავრობის აშკარა კრიტიკოსმა, განაცხადა, რომ ის აღარასოდეს დაუკრავს რუსეთში არც "ამ რეჟიმთან დაკავშირებულ ვინმესთვის". Deep Purple-ს წლების განმავლობაში პირადად ხვდებოდა რუსეთის ექს პრეზიდენტი და პუტინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი, რომელიც ამჟამად არის ქვეყნის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ![]() ჯგუფის კლავიშისტმა დომ ეირიმ დიმიტრი მედვედევს პროტესტის ნიშნად ავტოგრაფი უკან გაუგზავნა, ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა: "მე მივწერე დიმიტრი მედვედევს <...> და დავუბრუნე ავტოგრაფი, რომელიც მან მაჩუქა Deep Purple-ის პატივსაცემად გამართულ ვახშამზე გორკის სასახლეში 2011 წლის მარტში... პროტესტის ნიშნად მისი რიგი განცხადებების გამო, რომელიც მან გააკეთა უკრაინაში შეჭრის შემდეგ" ამის შემდეგ ჯგუფმა "ფეისბუქის" და "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდებზე ბენდის სახელი ლურჯ-ყვითელ ფერებში გამოაქვეყნდეს და თან დაურთეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ომის საწინაააღმდეგო სიმღერის Child in Time-ის ტექსტი. Deep Purple-ს კონცერტები 31 მაისს კიევში ჰქონდა დაგეგმილი, ხოლო 4 ივნისს მოსკოვში. მანამდე ერთბაშად რამდენიმე როკ-ჯგუფმა გააუქმა კონცერტები რუსეთში პროტესტის ნიშნად, მათ შორის არიან Green Day, Iron Maiden-ი, Franz Ferdinand-ი, Aerosmith-ი და ერიკ კლეპტონი. 188 2-ს მოსწონს
|