x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ტელევიზორს მაინც არ უყურებთ, ხალხო? რას კადრულობთ?" - რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველების მიერ პარტია "დროას" ლიდერის, ელენე ხოშტარიას დაკავების ფაქტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ქართულ "მილიციად" ქცეულ, ერთ დროს საამაყო პატრულს საჯაროდ მიმართავს:


"სირცხვილი ქართულ პოლიციას???????????? სირცხვილი!!!!!! ელენე ხოშტარია და ორი აქტივისტი დააკავეს უკრაინაზე პროტესტის გამო???? .. ტელევიზორს მაინც არ უყურებთ, ხალხო? რას კადრულობთ? რას გავალებენ ასეთს, ქართულო პოლიციავ! რაც არ უნდა დაგავალონ, თქვენ არ გაქვთ თქვენი პროტესტი, თქვენი მხარდაჭერა უკრაინელების მიმართ?


უკრაინის გამო პროტესტისას როგორ უნდა დააკავო ადამიანი, თან როცა ეკონომიკურ სანქციებში მოყოლილ რუსეთში შეიტანონ თუ არა პროდუქცია, ამას განიხილავს შენი ხელისუფლება????. მოსკოვში აკავებენ ხალხს უკრაინის გამო და ახლა აქაც?????" - წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია დააკავა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად კანცელარიის შენობასთან რუსულ კეტჩუპს ასხმადა.


"იმ ფონზე, როდესაც უკრაინელები საკუთარ სიცოცხლეს სწირავენ, ამ მთავრობაში არალეგიტიმურად მსხდომი ხალხი და პირდაპირ ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილი, მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთთან იმისთვის, რომ სანქციების ხვრელი გახდეს საქართველო.


ჩვენ ყველამ უნდა გავაპროტესტოთ. გვყავს ასეთი მთავრობა, მაგრამ ჩვენ არავინ არ გვაიძულებს, რომ ვიყოთ უღირსები. მთავრობა უღირსია, ჩვენ არ ვართ უღირსები", – განაცხადა ელენე ხოშტარიამ დაკავებამდე.





0
500
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
500