x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134545
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
"რა გვაქვს დამპალი, ვიღაცა დედამო@@@ულების საქები" - ილიკო სუხიშვილი

image


ქართული ნაციონალური ბალეტის "სუხიშვილების" ლეგენდარულმა ოჯახის მემკვიდრემ, უმცროსმა ილიკო სუხიშვილმა რუსთაველზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და მამაცი უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობა და თანადგომა ამჯერად, საგანგებოდ მომზადებული ტრიბუნიდანაც დააფიქსირა:



"უკრაინელი ხალხი არ ელოდებოდა ამას, გველოდებოდა ჩვენ ქართველებს, თვალწინ მიდგას იმათი თვალები… ვერც ერთი სიბოროტე ვერ დაჩოქებს უკრაინელ ხალხს. მათი ძალა მათ სიმართლეშია.


ყველამ უნდა გავიაზროთ… მეც ვერ ვაცნობიერებ რამხელა ბოროტების წინაშე დგას მთელი მსოფლიო. საქართველო მკაფიოდ უნდა ვიდგეთ სიკეთის მხარეს.



უკრაინას აქვს საქართველოს იმედი. ჩვენი თანადგომა მათთვის ბევრს ნიშნავს. იქ რომ ჩავედით, პირველი დაბომბვისას, გამახსონდა 2008 წლის ემოცია. არ შემიძლია არ ვთქვა, რა გვაქვს დამპალი, რუსი სობოროტის რუპორი ჟურნალისტების, ვიღაცა დედამო@@ნულების საქები.


რა გვაქვს მაგათი შესაქები. მაგათი პირიდან სიტყვა საქართველოც არ უნდა ჟღერდეს. არ არიან ამ სიტყვის ხსენების ღირსები. ქართველი ხალხი დგას უკრაინელი ხალხის გვერდით და ეს იმ უბედურმა, რუსმა ხალხმაც იცის.


მათ საკუთარ ქვეყანაში დაუბრუნდათ კომუნიზმი, როგორც ადრე, მეტროებთან ყიდდნენ ჯინსებს… იყვნენ და დაიხრჩონ იმ თავის კომუნიზმში, თუ ასე სურთ.


დიდება საქართველოს!


დიდება უკრაინას!"-განაცხადა ილიკო სუხიშვილმა რუსთაველზე უკრაიანის მხარდასაჭერ აქციაზე.




0
2006
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2006