საზოგადოება
"მიყვარხარ! პლანეტაზე ყველაზე მაგარი ვინმე ხარ!" - ვის უტყდება სიყვარულში ინგა გრიგოლია
2022, 2 მარტი, 18:04
ჟურნალისტი და გადაცემა "რეაქციის" წამყვანი ინგა გრიგოლია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეკომპანია "პირველის" დამფუძნებელს ვატო (ვახტანგ) წერეთელს დაბადების დღეს ულოცავს და ემოციურ პოსტს საჯაროდ უძღვნის:
"დღეს ამ ბიჭის დაბადების დღეა, ჩემი უმაგრესი მეგობრის, რომელმაც ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც ამ ცხოვრებაში მაჩუქა, ტვ “პირველის“ შექმნა იყო.იმ დროს, სამსახურებიდან რომ პანტა-პუნტით გვყრიდა ოცნება, ერთოთახიან ტელევიზიაში შეგვიფარა და მერე გავიზარდეთ და გავიზარდეთ ხოდა, დღეს ჩვენი ტელევიზიის დაბადების დღეცაა, ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული როა, აი ამ ტელევიზიის ვატო, გილოცავ, მაგრად იყავი! მიყვარხარ! პლანეტაზე ყველაზე მაგარი ვინმე ხარ ….. მარტო შენ თუ იზამდი. ტელევიზიის დაბადების დღე საკუთარ იუბილეზე დაგემთხვია მაგრად ვიყოთ"- წერს ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში.