x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
იტალიაში გაცოცხლებულმა მუმიამ მეცნიერები შოკში ჩააგდო
image
იტალიის ქალაქ პალერმოში აღმოჩენილი მუმია მთელი მსოფლიოს მეცნიერებისთვის ნამდვილ საიდუმლოდ იქცა. ფაქტია, რომ მუმიის თავის ქალაში იმპულსები დაფიქსირდა. ადგილობრივმა დარაჯმა, რომელმაც დაინახა, თუ როგორ გაახილა თვალები გოგონამ, გაგიჟდა.


მუმია არის ორი წლის გოგონა, როზალი, რომელიც დაახლოებით 100 წლის წინ გარდაიცვალა ავადმყოფობისგან. მამამ ადგილობრივ მკურნალს სთხოვა მისი ქალიშვილის ბალზამირება. მან ძარღვებში სპეციალური სითხე შეუშვა, რის გამოც ბავშვი ცოცხლად გამოიყურება. მუმია ადგილობრივ ეკლესიაში განისვენებს, მას ყოველწლიურად უამრავი ტურისტი ნახულობს.


ადგილობრივებმა როზალის მეტსახელად "მძინარე მზეთუნახავი" შეარქვეს, რადგან, ამდენი ხნის განმავლობაში მისი სხეული შესანიშნავ მდგომარეობაში რჩებოდა. მეცნიერებს არ ესმით, რატომ გამოიყურება გოგონა ამდენი ხნის შემდეგ ცოცხალივით. უფრო მეტიც, მის ტვინში პერიოდულად ფიქსირდება სუსტი იმპულსები, რომლებიც ჩვეულებრივ არ შეინიშნება გარდაცვლილებში.


უჩვეულო მოვლენებზე საუბრობენ იმ ეკლესიის მსახურებიც, სადაც როზალი განისვენებს. ზოგი ამტკიცებს, რომ გაიგონეს მისი კვნესა და ვიდეოკამერებმა ერთხელ დააფიქსირეს გარდაცვლილის გახელილი თვალები. ერთ-ერთმა დარაჯმა ეს დაინახა და ამის შემდეგ გაგიჟდა.



ჯერჯერობით უცნობია, რა საიდუმლოებას ინახავს გოგონას მუმია. ზოგიერთი მეცნიერი ამტკიცებს, რომ როზალის ღია თვალები ოპტიკური ილუზიაა სინათლის სხივების გამო და აქ მისტიკა არ არის. ასეა თუ ისე, „მძინარე მზეთუნახავის“ სანახავად უამრავი ტურისტი მოდის მთელი მსოფლიოდან.

0
2031
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
2031
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0