x
მეტი
  • 05.07.2024
  • სტატია:135797
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510179
რა მოითხოვა რუსეთმა უკრაინასთან მოლაპარაკების დროს?
image


ბელორუსია-უკრაინის საზღვარზე გომელის რაიონში გამართულ მოლაპარაკებებზე მოსკოვმა არაერთი მოთხოვნა წამოუყენა კიევს. დეტალები РИА Новости.-სთვის გახდა ცნობილი.


კერძოდ, რუსეთმა გამოაცხადა უკრაინის დენაციფიკაციის აუცილებლობის, დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების აღიარება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების საზღვრებში, ასევე, ქვეყნის არაბლოკური სტატუსის უზრუნველყოფა საპარლამენტო დონეზე და შესაბამისი რეფერენდუმის გამართვის აუცილებლობა.


მხარეთა შეხვედრა ორშაბათს, 28 თებერვალს, მდინარე პრიპიატის ნაპირზე მდებარე საიდუმლო ადგილას, კოდური სახელწოდებით „მეთევზის სახლი“ გაიმართა. მისი მდებარეობა უსაფრთხოების მიზეზების გამო არ გახმაურებულა.



რუსეთის დელეგაციას პრეზიდენტის თანაშემწე, კულტურის ყოფილი მინისტრი ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობდა.

0
400
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
400
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0