x
image
თეონა გორდეზიანი
რომელია ტოპ-10 საკვები და სასმელი პროდუქტი, რასაც ვყიდით და ვყიდულობთ რუსეთში
image

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველომ რუსეთიდან 319, 869 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი პროდუქტები შეიძინა. რაც შეეხება ექსპორტს, აღნიშნულ ქვეყანაში 368, 559 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაიტანა.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, რომელია ის ტოპ-10 საკვები და სასმელი პროდუქტი, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობით იყიდა და გაყიდა საქართველომ რუსეთში.

2021 წელს რუსეთიდან იმპორტირებული ტოპ-10 სასმელი და საკვები პროდუქტი:

  • ხორბალი და მესლინი - 87, 436 მლნ აშშ დოლარი
  • ზეთი მზესუმზირის, ალისარჩულის ან ბამბისა და მათი ფრაქციები - 41, 640 მლნ აშშ დოლარი
  • შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების სხვა მზა პროდუქტები - 25, 745 მლნ აშშ დოლარი
  • პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურფუნთუშეული - 18, 885 მლნ აშშ დოლარი
  • მარგარინი - 17, 669 მლნ აშშ დოლარი
  • პროდუქტები საწებლების მოსამზადებლად და მზა საწებლები, მდოგვი - 12, 949 მლნ აშშ დოლარი
  • ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები -12, 091 მლნ აშშ დოლარი
  • ფქვილი ხორბლის ან ხორბალ-ჭვავის - 11, 535 მლნ აშშ დოლარი
  • სპაგეტი, მაკარონი, ვერმიშელი, ატრია და მაკარონის სხვა ნაწარმი - 8, 441 მლნ აშშ დოლარი
  • საკონდიტრო ნაწარმი შაქრისგან, რომლებიც არ შეიცავენ კაკაოს - 7, 556 მლნ აშშ დოლარი

2021 წელს რუსეთში ექსპორტირებული ტოპ-10 სასმელი და საკვები პროდუქტი:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 130, 760 მლნ აშშ დოლარი
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 60, 917 მლნ აშშ დოლარი
  • ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 41, 230 მლნ აშშ დოლარი
  • გარგარი, ალუბალი და ბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 26, 684 მლნ აშშ დოლარი
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 25, 997 მლნ აშშ დოლარი
  • ციტრუსების ნაყოფი ახალი ან გამხმარი - 19, 479 მლნ აშშ დოლარი
  • კარტოფილი, ახალი ან შეყინული - 14, 335 მლნ აშშ დოლარი
  • ვაშლი, მსხალი და კომში - 8, 432 მლნ აშშ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 5, 579 მლნ აშშ დოლარი
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები - 4, 256 მლნ აშშ დოლარი

ავტორი: ნინი ქეთელაური

0
93
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0