x
image
თეონა გორდეზიანი
„თიბისი“ - მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ
image


"თიბისის“ გუნდის გადაწყვეტილებით, მომხმარებლები, უკრაინის მიმართულებით, დახმარების მიზნით, ყველა გადარიცხვას საკომისიოს გარეშე შეასრულებენ. საკომისიოს თანხას „თიბისი“ ბანკი თავად დაფარავს.


პირობა ძალაში 2022 წლის 28 თებერვლიდან შევა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.


მათივე ცნობით, შეღავათით სარგებლობა თიბისის ფილიალებსა და ინტერნეტბანკშია შესაძლებელი. საკომისიოს გარეშე გადარიცხვისთვის, მომხმარებლებმა შესაბამისი აღნიშვნა - (Sha) უნდა აირჩიონ.


მათ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „თიბისი“მ უკვე შექმნა ადგილობრივი საბანკო ანგარიშიც უკრაინის მოსახლეობის დასახმარებლად. თითოეულ მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, ამ ანგარიშზე, ყოველგვარი ბარიერის გარეშე, მარტივად ჩარიცხოს თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე. ამასთან, თიბისიმ, თავის მხრივ, 200, 000 ლარი გამოყო ფონდში გადასარიცხად. შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის მიერ ოფიციალურად გამოცხადებულ ანგარიშზე.


ლარის ანგარიშის ნომერი: #GE68TB7318736080100007


მიმღები: ააიპ თიბისელები დოლარის და ევროს ანგარიშის ნომერი: #GE80TB7318736180100001


მიმღები: NNLE TIBISELEBI.


წყარო: bpn.ge

0
3
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
3
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0