ბანკები "ბოდი შოპი" რე|ბანკის ახალი პარტნიორია 2022, 28 თებერვალი, 15:27 რე|ბანკის პარტნიორების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა. ტოპ|ქარდის მფლობელები უკვე ბოდი შოპის ყველა ფილიალში შეძლებენ შეარჩიონ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დამზადებული, ეკო-მეგობრული შეფუთვის კოსმეტიკური და თავის მოვლის საშუალებები; ტოპ|ქარდით გადახდისას მათ საფასური გაძვირების გარეშე 3 თვეზე გადაუნაწილდებათ (ეფექტური 0%). 3-თვიანი უფასო გადანაწილების პირობა მოქმედებს ყველა სახის პროდუქციაზე, მათ შორის ფასდაკლების ან აქციის დღეებშიც. ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად: https://rbnk.ge/3t7Vfb4 ან რე|ბანკის ფილიალებში და გაყიდვების წერტილებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/. ამასთან, მოქმედებს აქცია! ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ონლაინ, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. „რე|ბანკის პარტნიორების მრავალფეროვნება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. გვიხარია, რომ ჩვენს პარტნიორებს უკვე ბოდიშოპიც შემოუერთდა. ძალიან სასიხარულოა, რომ ტოპ|ქარდის მფლობელებს ასეთი შესაძლებლობა ექნებათ - შეიძინონ სასურველი პროდუქცია ბოდი შოპში და ფასი 3 თვეზე თანაბრად გაანაწილონ, ეფექტური 0%-ით. ვიმედოვნებთ, რომ ეს პარტნიორობა სამივე მხარისთვის მომგებიანი იქნება: ბანკისთვის, პარტნიორი მაღაზიის და, რაც მთავარია, ჩვენი მომხმარებლებისთვის.“ - ანანო ქორქია, რე|ბანკის მარკეტინგის და კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი. რა არის ტოპ|ქარდი? ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10, 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება. რე|ბანკს უკვე 2, 000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525 R 20 შეფასება არ არის
|