x
მეტი
  • 12.08.2022
  • სტატია:121476
  • ვიდეო:354817
  • სურათი:493538
გიორგი გაბუნია დაქორწინდა - ვინაა მისი რჩეული?
image"ღამის შოუს’’ წამყვანი გიორგი გაბუნია ტელეიმედიდან გუშინ ოფიციალურად დაქორწინდა ნინი ფუტკარაძეზე, რომელთანაც ურთიერთობაში სამი წელია იმყოფება.ქორწინების შესახებ სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი.


imageნინიც და გიორგიც ქუთაისიდან არიან და მათი მშობლებიც დიდი ხანია კარგად იცნობენ ერთმანეთს.

მათი თქმით, პანდემია რომ არა, დიდი ხნის წინ მოაწერდნენ ხელსაც და ერთად ცხოვრებას დაიწყებდნენ, თუმცა “ცეკვავენ ვარსკვლავებში’’ მონაწილეობის გამოც ქორწილის თარიღმა გადაიწია.

image


2019 წლის ინტერვიუში გიორგი ამბობდა:

"სიყვარულის ამბავი 7 თვის წინ დაიწყო. მას შორიდან ადრეც ვიცნობდი, ქუთაისელია, მაგრამ ურთიერთობა არ გვქონდა. 7 თვის წინ, ერთმანეთს საერთო მეგობართან შევხვდით. სხვაგვარად შევხედე, მომეწონა და მერე როგორც ხდება ხოლმე, აქტიურობა დავიწყე. გოგო შეიძლება გარეგნულად მომეწონოს, მაგრამ ვერ გავუგო. ასეთ დროს, როგორი ლამაზიც უნდა იყოს, ჩემთვის ურთიერთობა წარმოუდგენელია. ნინის შემთხვევაში ძალიან გამიმართლა. ლამაზია და რაც მთავარია, ერთმანეთის კარგად გვესმის. იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს, მეორე კურსზეა."

image

“გიორგი არასდროს მაგრძნობინებდა, რომ პოპულარული იყო და ამ ფაქტს უნდა შევგუებოდი. როცა ქუჩაში ცნობენ, უღიმიან, ესალმებიან და დადებით ემოციებს გამოხატავენ, ძალიან მსიამოვნებს და არასდროს მიფიქრია, რომ შეიძლება, მისმა პოპულარობამ შემზღუდოს ან რამეში დამაბრკოლოს. პირიქით, ჩემთვის სასიამოვნოა, ყურადღების ცენტრში რომ არის.’’ -ამბობს ნინი სხვა ინტერვიუში გიორგიზე.


გიორგი 28 წლისაა, ხოლო ნინი 23-ის.

image

2
1525
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1525
  
20 მარტი, 22:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

27 თებერვალი, 23:27
ესენიც დეპუტატები არიან?????
0 1 2