x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
ვინ არის უკრაინელი ქალი, რომელიც მსოფლიო მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა
imageუკრაინელი ქალის ფოტოები და ვიდეო, რომელიც სახლიდან გამოვიდა დასისიხლიანებული, მაგრამ ცოცხალი რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ, უცებ იქცა საკულტოდ და მოიარა მსოფლიო მედია .


image



53 წლის სკოლის მასწავლებელმა ოლენა კურილომ ნახა, რომ მისი სისხლიანი სახე გახდა არქეტიპული სიმბოლო, რომელიც დაკავშირებულია რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან.

image


ხუთშაბათს ჩრდილო-აღმოსავლეთ უკრაინაში, ჩუგუევოში (ხარკოვი) დანგრეული სახლის წინ გადახვეული სახით საუბრისას, ქალმა განაცხადა, რომ "ძალიან გაუმართლა" და აღიარა, რომ " უნდა ჰყავდეს მფარველი ანგელოზი", რადგან თავდასხმას გადაურჩა.


ქალი ბუნებისადმი დიდი სიყვარულის დემონსტირებას ახდენს პუტინის შემოსევამდე საყვარელი ფოტოების ნაკრებში.როგორც ირკვევა იგი ყვავილების და მცენარეების დიდი მოყვარული და კოლექციონერია.


imageimage
image
image
image
image

"მე არასდროს მიფიქრია, რომ ეს მოხდებოდა, მე არასდროს მიფიქრია, რომ ეს მოხდებოდა ნამდვილად ამ ცხოვრებაში, ვწერდი ლექსებს ომზე, მე თვითონ რეჟისორ-ქორეოგრაფი ვარ და პედაგოგი, ჩვენ ვსწავლობდით ისტორიას და ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს მოხდებოდა ჩვენს მიწაზე.სახლი მთლიანად დანგრეულია, არა აქვს კარები, შესასვლელი კარი გაფრინდა, იატაკი და ლინოლიუმი მთლიანდ ჩაინგრა, უბრალოდ გამიმართლა, ალბათ ძლიერი მფარველი ანგელოზი მყავდა..მე ფეხზე დავდგები, წავალ და ყველაფერს გავაკეთებ უკრაინისთვის, სადამდეც შემეძლება და სადამდეც ძალა მეყოფა..მხოლოდ სამშობლოსთვის და მხოლოდ უკრაინისთვის" -განაცხადა ოლენა კურილომ.




0
1114
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0