x
image
lady.ge
ოთხი მთავარი შეცდომა, რომელსაც ქალი ორსულობის შემდეგ ყველაზე ხშირად უშვებს
imageორსულობის პერიოდი, ყველა ქალისთვის საკმაოდ რთული და მეტ-ნაკლებად არაკომფორტული მდგომარეობაა. ამ პერიოდში იცვლება არა მარტო ქალის სხეულის ფორმა-გარშემოწერილობები, ორმოცკვირიანი "საპატიო სამსახური" რომელიც დასვენების დღეების უგულვებელყოფას და დიდ ფიზიკურ-ემოციურ დატვირთვას მოითხოვს ქალისგნ, სუსტი სქესის წარმომადგენლებისგან ფსიქოლოგიური წონასწორობის დაცვასაც მოითხოვს.არსებობს ოთხი მთავარ პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად იჩენს თავს პოსტ-სამშობიარო პერიოდის დროს.. ფსიქოლოგები ამ პრობლემების განხილვას და მათი გადაჭრის გზებს გვთავაზობენ:


1. ოჯახის დანგრევის სურვილი- ამგვარი ხუშტურით, ათიდან ექვსი ორსული იტანჯება. პერიოდული კაპრიზები, ხასიათის ცვალებადობა და ზოგადად ორსულის მდგომარეობასთან შეგუების მძიმე პერიოდი, შეიძლება ითქვას სხვა არაფერია, თუ არა თქვენი მომავალი შვილის მამისთვის მკაცრი გამოცდა -რამდენად კარგი მშობელი დადგება მისგან. ამიტომ ორსულობის პირველივე თვიდან, სასთუმალთან ან კომპიუტერის დესკტოპზე დაიყენეთ წარწერა " არ ვაპირებ გაცილებას, მინიმუმ მანამ სანამ ბავშვი არ დაიბადება!" და რამდენჯერაც ოჯახის დანგრევის ხუშტური წამოგივლით, გულდასმით წაიკითხეთ იგი.დამიჯერეთ პატარას დაბადების შემდეგ თქვენს ამ ჩანაფიქრზე უბრალოდ გაგეცინებათ.


2. სრული და უპირობო კონცენტრაცია ბავშვზე- "ფაფა უკვე ვჭამეთ, ეხლა ვიბანავებთ და დავიძინებთ, რომ გავიღვიძებთ, მერე სასეირნოდ წავალთ" ამგვარი ან დაახლოებით მსგავსი ფრაზებით არაერთი ახალბედა დედა მეტყველებს. იქნებ დაფიქრდეთ, ჭიპლარი უკვე გადაჭრილია, არ არის აუცილებელი შვილზე გადამეტებით მზრუნველობით, მას სამომავლოდ "ემოციური ჭიპლარის" პრობლემა შეუქმნათ თქვენთან მიმართებაში. ურიგო არ იქნებოდა იმაზეც დაფიქრებულიყავით, ამ ფრაზებში "ფაფა ვჭამეთ, ვიბანავეთ, დავიძინეთ" მამის ადგილი არის სადმე? არა? იქნებ დროა ადგილები სამართლიანად გადაანაწილოთ და მამასაც მისცეთ ბავშვის ცხოვრებაში საკუთარი როლის დაკავების უფლება?

image



3. ფანატიზმი- "რა მეშველება ორსულობისას აკრეფილი კილოგრამები რომ ვერ დავაგდო? თან დედაჩემს და ბებიაჩემს, ორივეს სწორედ ორსულობის მერე გაუჩნდა ჭარბი წონის პრობლემა, ან ამ სტრიებს რა მოვუხერხო, მგონი დამრჩა მუცელზე სამუდამოდ და ვერასოდეს ჩავიცმევ ზღვაზე ღია საცურაო კოსტუმს" - ალბათ ნაცნობია თქვენთვის ამგვარი ვაი-ვიში და ჩივილები. საკუთარი თავი ხომ არ გეცნოთ შემთხვევით? დროზე მოეშვით საკუთარი თავის შეცოდებას. ჯერ ერთი ვინ გითხრათ რომ ყველაფერი აუცილებლად ასე იქნება, მეორეც რამე გიშლით ხელს იმაში რომ იმოქმედოთ ამ ყველაფრის დროულად აღსაკვეთად? ხშირი სეირნობა ფეხით, ბევრი ხილის და ბოსტნეულის მიღება, კონტრასტული შხაპი, მინიმუმ 8 ჭიქა წყალი დღეში, სპეციალური ანტიცელულიტური და დამატენიანებელი საშუალებები-ყველაფერი ეს დაგეხმარებათ იმაში რომ ადრინდელი ფორმა მოკლე დროში დაიბრუნოთ. ასე რომ ყურების ჩამოყრა ჯერ ძალიან, ძალიან ადრეა!


4. სურვილი იყოთ სუპერ-იდეალური დედა- თავი დაანებეთ გამუდმებით იმის გამეორებას, რომ დედა ხართ და ბავშვისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რომ იდეალურმა დედამ უნდა შესძლოს ეს, ეს, ეს და კიდევ უამრავი "ეს". ნუთუ ვერ ხვდებით, რომ ამით საკუთარ თავს უამრავ არასრულფასოვნების კომლექსს და გამუდმებულ დანაშაულის შეგრძნებას უნერგავთ? იქნებ დროა, მორჩეთ საკუთარი თავისთვის ამდენი სასაყვედურო მიზეზის გამოგონებას? მიეცით თავს შეცდომების დაშვების უფლება. მსოფლიოში ცნობილი პედიატრი დონალდ ვუდს ვინნიკოტი ამბობს, რომ არც ერთ ბავშვს არ სჭირდება იდეალური და უნაკლო დედა! ვინნეკოტმა სპეციალური დეფინიციაც კი მოიგონა კარგი დედის მნიშვნელობის განსაზღვრებისთვის Good enough mother-საკმარისად კარგი დედა. ჰოდა შეეცადეთ იყოთ შესაძლებლობის ფარგლებში საკმარისად კარგი დედა და სულაც არ არის აუცილებელი თქვენი შვილი იდეალური დედის ჩრდილქვეშ იზრდებოდეს.

4
3230
12-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:lady.ge
lady.ge
3230
  
2013, 16 ივნისი, 22:59
მე რატო არა ვარ ესე :D :D :D კიდე კარგი არ მაწუხებს ესეთი "წიკები" :) ალბათ საშინელებაა
2013, 26 აპრილი, 12:06
სრული ჭეშმარიტებაა.
2012, 30 სექტემბერი, 0:18
კაია
2012, 17 სექტემბერი, 22:55
+++
0 1 4