"რუსული ჯარი დანაკარგებს განიცდის"უკრაინის.....
!["რუსული ჯარი დანაკარგებს
განიცდის"უკრაინის..... image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202202/2022022413554990835.jpg)
უკრაინელი სამხედროები რუსეთის თავდასხმას ღირსეულად უმკლავდებიან და რუსული ჯარი დანაკარგებს განიცდის - განცხადება რამდენიმე წუთის წინ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლეკსი რეზნიკოვმა გააკეთა.
მისი თქმით, ეროვნული თავდაცვის ძალები, იყენებენ თავდაცვის უფლებას გაეროს ქარტიის 51 მუხლის მიხედვით.
"სიტუაცია კონტროლირებადია და რუსული ჯარი დანაკარგებს განიცდის"- თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
ამასთან, ალექსეი რეზნიკოვის თქმით, "ვინც იარაღის გამოყენება იცის, შეუძლია შეუერთდეს არმიას".