x
მეტი
  • 22.12.2024
  • სტატია:138978
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512524
7 შემაძრწუნებელი ფაქტი ჰარაკირის-სამურაების თვითმკვლელობის რიტუალის შესახებ

სამურაებისთვის ღირსება ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო, სწორედ ამიტომ, თავიანთი ღირსების დასაცავად, რიტუალური თვითმკვლელობა, ჰარაკირი ჰქონდათ.image
1. "ჰარაკირი" ნიშნავს "მუცლის გაჭრას". თავად იაპონელები რიტუალს „სეპუკუს“ უწოდებენ. სეპუკუს ასრულებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც სამურაის პატივი შელახული იყო: თუ იგი ვერ იცავდა თავის ბატონს სიკვდილისგან ან როგორც სასჯელი ოჯახის წრეში სერიოზული დანაშაულისთვის.image

2. ძენ ბუდიზმის რელიგიის მიმდევრებს სჯეროდათ, რომ კუჭი ადამიანის სულის საცავია. მაშასადამე, სიკვდილი კუჭში დარტყმით კეთილშობილურად ითვლებოდა, აზრები კი გულწრფელად.image

3. “სეპუკუ" სრულდებოდა მოწმეების წინ, გარდა ამისა, სამურაის თავზე ედგა “ კაისიაკუ", მებრძოლი, რომელიც ჰარაკირის შესრულების შემდეგ მას თავს აჭრიდა, ხალხს სამურაის სახეზე აღბეჭდილი ტკივილი რომ არ დაენახა.image

4. თავად სეპუკუს რიტუალი ტაჩის (გრძელი მახვილი), ვაკიზაშის (მოკლე ხმალი) ან ტანტოს (დანის) გამოყენებით სრულდებოდა. კაისიაკუს არ არსებობის შემთხვევაში, სამურაი ჰარაკირის შემდეგ ყელში დანასაც ირტყამდა.image

5. სეპუკუს ცერემონიამდე სამურაი თეთრ კიმონოს იცვამდა, მას ართმევდნენ საყვარელ კერძს და საკეს. აუცილებელი იყო სტაბილურ მდგომარეობაში ჯდომა, რათა დარტყმის შემდეგ სხეული იმავე მდგომარეობაში დარჩენილიყო. დანას ნაწილი ქაღალდში იყო გახვეული, რომელიც სამურაის ეჭირა. თვითმკვლელს ჯერ მარცხნიდან მარჯვნივ უნდა გაეკრა ხმალი, შემდეგ კი ზევით უნდა ასულიყო - ისე, რომ ნაწლავები გარეთ გამოსულიყო, როგორც მეომრის „სულის გამოვლენა“.
image

6. ყოფილა შემთხვევები, როცა ქალებიც იმავე გზით იკლავდნენ თავს. სეპუკუ კეთდებოდა ქმრის გარდაცვალების შემდეგ ან სერიოზული დანაშაულის გამო. ქალები ჰარაკირისთვის იყენებდნენ ხანჯალს, რომელიც მათ მამამ სრულწლოვანებამდე მისცა, ან საქმროს ქორწილში. მაგრამ ბევრი მათგანი მხოლოდ ყელს იჭრიდა ან გულში ირტყამდა დანას, ამავდროულად, ფეხებს თოკით იკრავდნენ, რომ ქალი არ წაქცეულიყო და იმავე პოზაში მომკვდარიყო.

7. ოფიციალურად სეპუკუ მთავრობამ მხოლოდ 1968 წელს აკრძალა. მაგრამ დღემდეც იაკუძას კრიმინალური ავტორიტეტები ამგვარად იკლავენ თავს.


0
856
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
856
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0