x
image
ქეთეონე
დაღუპულია 6, დაჭრილია 7 და დაკარგულია 19 ადამიანი - ბოლო ცნობები ოდესის ოლქიდან
image

08:36 საათის მონაცემებით, ოდესის ოლქში ქალაქ პოდილსკში დაბომბვის შედეგად დაღუპულია 6, დაჭრილია 7 და დაკარგულია 19 ადამიანი. - ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კოლეგიის წევრი ანტონ გერაშენკო ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მარიუპოლში დაღუპულია 1 ადამიანი 2 კი დაიჭრა.

შეგახსენებთ, რომ


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში ომი დაიწყო. აფეთქების ხმები ისმის დედაქალაქ კიევში, ხარკოვში, ოდესასა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

"დონბასის სახალხო რესპუბლიკებმა რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართეს. მე გადავწყვიტე, ჩავატარო სპეციალური სამხედრო ოპერაცია", - თქვა პუტინმა.

პუტინის თქმით, რუსული ჯარების "თავს იცავენ"

"ვინც არ უნდა სცადოს ხელი შეგვიშალოს, მით უმეტეს, საფრთხე შექმნას ჩვენი ქვეყნისთვისა და ხალხისთვის, მათ უნდა იცოდნენ, რომ რუსეთის პასუხი მყისიერი იქნება და მიგიყვანთ ისეთ შედეგებამდე, რომელიც ისტორიაში არასდროს შეგხვედრიათ. ყველა საჭირო გადაწყვეტილება მიღებულია"- თქვა არესორი ქვეყნის პრეზიდენტმა.

0
235
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0