x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ვიდეო:ნიანგმა მეგობრების თვალწინ მდინარეში მობანავე მამაკაცი შეჭამა
image
ინდონეზიაში ჩრდილოეთ კალიმანტანის პროვინციაში ნიანგმა მეგობრების თვალწინ მდინარეში მობანავე მამაკაცი ცოცხლად შეჭამა.


51 წლის მამაკაცმა, სახელად ლუთერმა, პალმის ფოთლების შეგროვების შემდეგ მდინარეში ბანაობა გადაწყვიტა. მოულოდნელად მას ოთხმეტრიანი ნიანგი თავს დაესხა.


მამაკაცი ქვეწარმავალთან შებრძოლებას ცდილობდა, მაგრამ მან ის წყლის ქვეშ ჩაათრია, რის შედეგადაც შეჭამა. თავდასხმის შემსწრე ინდონეზიელის მეგობრები სასოწარკვეთილი ცდილობდნენ მტაცებლის დაშინებას.


მათ მომხდარის შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას შეატყობინეს. მაშველი სამხედრო და პოლიციის ჩართულობით დაკარგულის ძებნა მოაწყვეს, თუმცა, უშედეგოდ.



ვიცე-პოლკოვნიკმა ტრი პრიო უტომომ თქვა: „ჩვენი ქმედებები შეზღუდულია რელიეფის თავისებურებით და შეუსაბამო აღჭურვილობით, მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მსხვერპლის მოსაძებნად“.


პლანტაციის ხელმძღვანელობამ ახლომდებარე სოფლის მაცხოვრებლებს აბრები დაუდგა და ურჩევენ წყალთან ახლოს არ მივიდნენ.




0
278
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
278
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0