x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
იდეალური შეთავსება - 5 ყველაზე ჰარმონიული წყვილი ზოდიაქოს მიხედვით
ასტროლოგია არის ერთ-ერთი ეზოთერული სწავლება (სფერო), რომელიც ადამიანის პიროვნებასა და მიმდინარე მოვლენებს ახასიათებს პლანეტის განლაგების მიხედვით. დღეს, საზოგადოებაში ასტროლოგიისადმი დაინტერესება დიდია, თუმცა ყოველკვირეული პროგნოზი არაა ასტროლოგია, ის ბევრად უფრო ფართო სფეროა.



image



მაშასადამე, ასტროლოგია შეგვიძლია მივიჩნიოთ სფეროდ, რომელიც იყენებს ზუსტ მეცნიერებას, ასტრონომიას, მათემატიკასა და სულიერ მეცნიერებას - "ეზოთერიკას". ფაქტობრივად, მასში შერწყმულია მატერიალური და სულიერი, ორი მეტად განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული სამყარო. ზუსტი მეცნიერების მიხედვით თვლიან პლანეტის მოძრაობას, გადაადგილებას, მდებარეობას, ხოლო სულის მეცნიერების, ფსიქოლოგიისა და სხვა ეზოთერული სფეროების მეშვეობით ცდილობენ ახსნან ნებისმიერი მოვლენა თუ მახასიათებელი. შესაბამისად, ასტროლოგია ვერ იქნება ვერც სიცრუე და ვერც მეცნიერება, ის ორი მნიშვნელოვანი სამყაროს ნაზავია.




შეგიმჩნევიათ ერთი და იგივე ზოდიაქოს ნიშნის ადამიანების შეყვარების ტენდენცია? თუ კი, მაშინ დაგაინტერესებთ ჩვენი სტატია, რადგან ვისაუბრებთ ზოდიაქოს ხუთ წყვილ კავშირზე.



იდეალური შეთავსება - 5 ყველზე ჰარმონიული წყვილი ზოდიაქოს მიხედვით





1. ☞ მერწყული და ტყუპები.

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი) და ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) - პასუხისმგებელი მერწყული მშვენივრად ავსებს უდარდელ და მეოცნებე ტყუპებს, ერთად კი ქმნიან ძლიერ და ჰარმონიულ კავშირს.




2. ☞ კურო და ქალწული.

კურო (20 აპრილი - 21 მაისი) და ქალწული (23 აგვისტო - 22 სექტემბერი) - შესანიშნავი ურთიერთგაგება და ჰარმონია დამახასიათებელია ამ კავშირში არა მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებში, არამედ სამუსაოშიც - სურვილის შემთხვევაში, კურო და ქალწული ასევე შეიძლება გახდნენ კარგი საქმიანი პარტნიორები.




3. ☞ სასწორი და კირჩხიბი.

სასწორი (23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი) და კირჩხიბი (22 ივნისი - 22 ივლისი) - გაწონასწორებული სასწორი და ემოციური კირჩხიბი უბრალოდ იდეალურად ეთავსება ერთმანეთს. ეს ორი ნიშანი შეიძლება გახდეს არა მხოლოდ შესანიშნავი შეყვარებული, არამედ ერთგული მეგობრებიც.




4. ☞ ვერძი და მშვილდოსანი.

ვერძი (21 მარტი - 19 აპრილი) და მშვილდოსანი (23 ნოემბერი - 21 დეკემბერი) - ეს ნიშნები ერთად არასოდეს მოიწყენენ. მათ აერთიანებს ღრმა, იდუმალი საუბრები. ორივე მოყვარული რომანტიკოსია, გაუთავებელი მეოცნებე და მაძიებელი. როგორც წესი, მათი ურთიერთობა იწყება ძლიერი მეგობრობით, რომელიც თანდათან გადაიქცევა უფრო მეტში.




5. ☞ ტყუპები და სასწორი.

ტყუპები (22 მაისი - 21 ივნისი) და საწორი (22 მაისი - 21 ივნისი) - ორივეს აქვს მახვილი გონება, რითიც იზიდავენ ერთმანეთს. მათ აერთიანებს ძლიერი „ინტელექტუალური“ ურთიერთობა და გაუთავებელი ურთიერთგაგება. ამ ორმა ნიშანმა იცის როგორ მოუსმინოს პარტნიორის სურვილებს და მხარი დაუჭიროს მას რთულ სიტუაციებში.



0
483
5-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
483
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0