საზოგადოება 7 რამ, რაც ემიგრანტებს ამერიკაში ყოფნისას აშფოთებთ 2022, 24 თებერვალი, 11:35 ბევრისთვის ამერიკა უბრალოდ ოცნებაა. ეს ხომ ის ქვეყანაა, სადაც თითქმის ყველა ოცნების ახდენა შეგიძლია. დიახ, შტატებში ნამდვილად არის ბევრი უპირატესობა, დაფასებული შრომა, კარგი ანაზღაურება, ზრუნვა სახელმწიფოს მიერ თანამოქალაქეებზე და ა, შ, თუმცა, იქ მაინც არის 7 ისეთი რამ, რაც ბევრ ემიგრანტს აშფოთებს და აკვირვებს.
ალბათ, გაინტერესებთ, თუ რა მიზეზები იწვევს ემიგრანტების განცვიფრებას ამერიკაში? მოდით, ვნახოთ სტატია. 7 რამ, რაც ემიგრანტებს ამერიკაში ყოფნისას აშფოთებთ1. კონსერვატიულობა და კანონმორჩილება. საიდუმლო არ არის, რომ ამერიკელები ყველაფერში ძალიან კორექტულები არიან. ისინი მიჩვეულები არიან ყველაფერი მკაცრად აკეთონ მითითებების მიხედვით და უდავოდ იცავენ ყველა წესსა და კანონს. მათი ეს თვისება ძალიან აღიზიანებს იქ მყოფ ბევრ ემიგრანტს. 2. "პლასტმასის საკვები". არ არსებობს უკეთესი სიტყვა იმის აღსაწერად, რასაც ამერიკელების უმეტესობა ჭამს ყოველდღიურად. რა თქმა უნდა, სხვა ადამიანისთვის ძალიან რთულია ფასტფუდთან ან ნახევარფაბრიკატებთან შეგუება. 3. მოუვლელი ქალები. ეს პუნქტი, რა თქმა უნდა ყველას არ ეხება, თუმცა, ამერიკელი ქალები, საუკეთესო შემთხვევაში, ოცდაათი წლიდან იწყებენ თავის მოვლას, მანამდე კი მათ აქვთ "უდარდელი ბავშვობა". 4. გარშემომყოფების აზრის უგულებელყოფა. ამერიკელები კომპლექსების გარეშე ცხოვრობენ. მათ საერთოდ არ აინტერესებთ რას ფიქრობენ მათზე გარშემომყოფები, არ ადარდებთ გარეგნობა, მთავარია მოხერხებულობა! 5. დახვეწილი ფარისევლობა. სამწუხაროდ, ხშირად ფართო ამერიკული ღიმილის უკან სრული გულგრილობა იმალება. 6. კოლოსალური თანხები უძრავ ქონებასა და სამედიცინო მომსახურებაში. ამერიკაში წამალი და სამედიცინო მომსახურება იმდენად ძვირია, რომ თუ ჯანმრთელობის დაზღვევა არ გაქვს, ჯობია მაშინვე მოკვდე. უძრავი ქონების ფასები კი იმდენად მაღალია, რომ ადამიანებს მთელი ცხოვრება უწევთ საცხოვრებლის ფასის გადახდა. გარდა ამისა კი მთელი ცხოვრება ქონების ბეგარის გადახდა. 7. ფასები გადასახადების გარეშე. თუ ამერიკაში წასვლას გადაწყვეტთ, მოემზადეთ იმისთვის, რომ ყველგან მოსალოდნელზე მეტის გადახდა მოგიწევთ. თუმცა, გადასახადები განსხვავდება შტატის მიხედვით. მაგალითად, კალიფორნიაში ეს არის საქონლის ღირებულების დაახლოებით 10%, ხოლო ვაშინგტონში დაახლოებით 5%. (უფრო კონკრეტულად კი, სურსათის მოვლის შემდეგ სალაროსთან იმაზე მეტის გადახდა მოგიწევთ, ვიდრე თაროზე ჰქონდა პროდუქტს ან საქონელს მითითებული). 463 7-ს მოსწონს
|