ქალი და მამაკაცი ილონ მასკს ახალი რჩეული ჰყავს 2022, 23 თებერვალი, 2:37 გასულ ხუთშაბათს, ილონ მასკი ლოს-ანჯელესში, თავისი პირადი თვითმფრინავიდან ჩამოსვლისას The Daily Mail-ის ფოტოგრაფმა ქალთან ერთად დააფიქსირა. მოგვიანებით კი HollywoodLife-მა ქალის ვინაობა დაასახელა. როგორც ჩანს, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანს ახალი შეყვარებული ჰყავს. იგი 27 წლის ავსტრალიელ მსახიობ ნატაშა ბასეტს ხვდება, რომელიც ოსტინ ბატლერთან და ტომ ჰენკსთან ერთად თამაშობს ელვის პრესლის მომავალ ბიოგრაფიულ ფილმში, „ელვისი“. ეს არის მასკის პირველი ნახევრად საჯარო რომანი მომღერალ გრაიმსთან დაშორების შემდეგ. „მასკი და ბასეტი მხოლოდ რამდენიმე თვეა რაც ერთმანეთს ხვდებიან, მაგრამ ისინი უკვე მონოგამიურ ურთიერთობაში არიან. მათ ძალიან უყვართ ერთმანეთი და უზარმაზარ დროსაც ატარებენ ერთად" - განმარტავს გამოცემის წყარო. ბასეტი, სანამ პრესლის პირველი შეყვარებულის, დიქსი ლოკის როლს შეასრულებდა, მანამდე უამრავ სატელევიზიო სერიალში გამოჩნდა და არც თუ ისე მწირი სამსახიობო კარიერა აქვს. მან შესანიშნავად განასახიერა ბრიტნი სპირსი Lifetimes-ის 2017 წლის ბრიტნი სპირსის ბიოგრაფიულ ფილმში „Britney Ever After“. მასკის ბოლო რომანი 33 წლის მომღერალ გრაიმსთან 2021 წლის სექტემბერში დასრულდა, რომელთანაც 1 წლის ვაჟი X AE A-Xii ჰყავს. ყოფილი წყვილის სამწლიანი ურთიერთობა, როგორც მასკმა აღნიშნა, "შესანიშნავი პირობებით" დასრულდა: „ჩვენ ნახევრად დაშორებულები ვართ, მაგრამ მაინც გვიყვარს ერთმანეთი, ხშირად ვნახულობთ ერთმანეთს და მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს“, - განუცხადა მაგნატმა Page Six-ს. "ძირითადად, ჩემი მუშაობა SpaceX-სა და Tesla-ში მოითხოვს, რომ ვიყო ტეხასში ან საზღვარგარეთ. მისი სამუშაო კი ლოს-ანჯელესშია“. მანამდე, მასკი დაქორწინებული იყო მწერალ ჯასტინ უილსონზე, რომელთანაც ჰყავს ხუთი ვაჟი - გრიფინი და ქსავიე, ორივე 17 წლის, დემიანი, საქსონი და კაი, სამივე 15 წლის. ის ასევე ორჯერ იყო დაქორწინებული თალულა რაილიზე, Westworld-ის მსახიობზე. ისინი 2010 წელს დაქორწინდნენ და 2012 წელს განქორწინდნენ. 2013 წელს ისინი შერიგდნენ და ხელახლა დაქორწინდნენ, 2016 წელს კი მეორედ დაშორდნენ ერთმანეთს.
265 შეფასება არ არის
|