x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134532
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ნატაშა კრაუნი - გოგონა, რომელიც მსოფლიოში ყველაზე დიდ უკა@ალზე ოცნებობს
image


თითოეულ ადამიანს უნდა ჰქონდეს მიზანი. წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოვრება აზრს კარგავს. ვიღაც მაგალითად, მილიონერზე გათხოვებას ცდილობს, ზოგს მიზნად ბრწყინვალე განათლების მიღება აქვს დასახული, აი, ზოგიც კი უბრალოდ ლამაზ სხეულზე ოცნებობს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მხოლოდ საკუთარი უკანალის ზომების გაზრდით არიან შეპყრობილი და ცხოვრებაში მის გარდა სხვა არაფერი ადარდებთ. შვედი ნატაშა კრაუნი 29 წლის ასაკში, თავისი ოცნებისკენ - მსოფლიოში ყველაზე მასიური მეხუთე წერტილის გაზრდისკენ სვლას ჯიუტად განაგრძობს.


image


ნატაშას საკმაოდ ამბიციური მიზნისკენ სწრაფვა იმ ფოტოებიდანაც იგრძნობა, რომლებსაც შვედი სოციალურ ქსელში კალეიდოსკოპური სიჩქარით ანთავსებს. ზომაში საკუთარი "ღირსებების" კიდევ უფრო გასაზრდელად ის არც შტანგას ეწევა და მით უმეტეს, არც იმპლანტებზე ფიქრობს. კრაუნმა გადაწყვიტა, რომ მისი უკანალი მაქსიმალურად მსუქანი უნდა იყოს და ის უბრალოდ... ბევრს ჭამს.


image


ნატაშა ყოველდღიურად დიდი რაოდენობის მაღალკალორიულ საკვებს "შთანთქავს". რა თქმა უნდა, მის სპეციალურ "დიეტაში" სერიოზული ადგილი ტკბილეულს უკავია. წარმოიდგინეთ, ის ყოველთვიურად 6 კგ "Nutella"-ს მიირთმევს და ეს მისი ერთადერთი დესერტი სულაც არ არის.


image


მაგრამ არ იფიქროთ, რომ ნატაშა ყველაფერს დაუფიქრებლად ყლაპავს. ასეთი "ჩემპიონები" მრავლად არიან, ხოლო მათ რომ აჯობო განსაკუთრებული სტრატეგიაა საჭირო. გვერდებზე, მუცელსა და თეძოებზე გარკვეული ცხიმის დაგროვების შემდეგ გოგონა პლასტიკურ ქირურგს სტუმრობს, რომელიც ცხიმს სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან იღებს და დუნდულებში ანთავსებს.



image


ნატაშამ ცხიმის გადანერგვის პირველი მსგავსი პროცედურა 9 წლის წინ ჩაიტარა. მას შემდეგ მან 150 ათასი დოლარი პლასტიკური ქირურგიის კლინიკის ანგარიშზე დატოვა. ასეთი ხარჯები კრაუნს საერთოდ არ აწუხებს და არც გაჩერებას აპირებს, სანამ დასახულ მიზანს და შთამბეჭდავ ფორმებს საბოლოოდ არ მიაღწევს.


image


მომავალი რეკორდსმენის ძველი ფოტოების ყურებისას, ძნელია საკუთარ თვალებს დაუჯერო. ოდესღაც ის ლამაზი, სპორტული აღნაგობის გოგონა იყო. შეუძლებელია იმის გარკვევა თუ რა მოხდა მის გონებაში ისეთი, რომ მან საკუთარი თავის ამ გზით შეცვლა გადაწყვიტა.


image


"მეხუთე წერტილი"-ს არეში სანტიმეტრების დევნამ გავლენა კრაუნის პირად ცხოვრებაზეც მოახდინა. გოგონამ აღიარა, რომ ბოლო ურთიერთობა ორი წლის წინ ჰქონდა, მაგრამ როგორც ჩანს, ნატაშას ეს აბსოლუტურად არ ადარდებს. ის ამბობს, რომ მისი უკანალის სიდიადის შეგრძნება მას აღაგზნებს და ცხოვრებაში სხვა არც არავინ სჭირდება. თავად მამაკაცები კი მასთან სასიყვარულო ურთიერთობის გაბმას გაურბიან, ვინაიდან ფუმფულა ფორმების მოყვარულებიც კი თვლიან რომ მისი უკანალი ზედმეტად მასიურია.


image


კრაუნმა თავისი რეკორდის დაფიქსირება 2022 წელს გადაწყვიტა. ამისთვის მას კლინიკაში კიდევ ერთი ცხიმის ამოტუმბვა სჭირდება. ჟურნალისტების კითხვაზე თუ რას გეგმავს მომავალში ნატაშა პასუხობს, რომ ის არჩეულ გზას კვლავ გააგრძელებს და საკუთარ რეკორდს ყოველწლიურად თავადვე მოხსნის.






0
856
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
856