ისტორია ავტონოსტალგია - "მშობლიური იკარუსი" 2022, 22 თებერვალი, 19:41 ისინი, ვინც საბჭოთა წარსულიდან მოდიან, მათი ნოსტალგიისთვის მრავალი მიზეზი არსებობს, მათ შორის საავტომობილო ინდუსტრიასთან დაკავშირებით. თუმცა, სოციალიზმის მშნებლობის დროს, არც თუ იშვიათად არ იყო საკმარისი ადგილობრივი ტექნიკა, ისევე როგორც არ იყო საკმარისი ქალაქებისთვის და საქალაქთაშორისო გადაადგილებისთვის შესაბამისი ტრანსპორტი.
ავტობუსები უნგრული იყო, თუმცა ისინი იმდენად ნაცნობი და გათავისებული იყო ბავშვობიდან, რომ ენაც არ გიბრუნდება, მას უცხოური უწოდო. "იკარუსის" ისტორია საბჭოთა კავშირში 1956 წელს იწყება, როდესაც ქვეყანამ სამი ავტობუსი შეიძინა ტესტირებისთვის. ეს იყო ფრანგული "შოსონი", უნგრული "იკარუსი" და გერმანული "ბიუსინგი".საუკეთესო თვისებები იკარუსმა გამოავლინა. 60-იან წლებში გამოჩნდა ქუჩებში პირველად "იკარუსი" და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც კარგა ხანს დადიოდა ქუჩებში.მოდელები 55 და 66 "ლუქსი" ტურისტული და საქალაქთშორისო მარშრუტებისთვის იყო გათვალიწინებული, 1968 წელს გამოჩნდა გადაბმული მოდელი-180, რომელშიც 180 მგზავრი ეტეოდა!ხალხმა მას ხუმრობით "გარმონი" და "მტვერსასრუტი" უწოდა. უფრო მოგვიანებით გამოჩნდა მოდელი-280(მთავარი ფოტო)მთლიანად საბჭოთა კავშირმა 143 000 ავტობუსი შეიძინა. 1980-იან წლებში "იკარუსი" იყო ავტობუსების ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ევროპაში, წელიწადში 12 000 ავტობუსით 1895 წელს დაარსებულმა ბრენდმა 2006 წლამდე იარსება, ამჟამად არსებობს, როგორც მცირე კერძო კომპანიის სახით. 488 4-ს მოსწონს
|