x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ბლოგერმა "ინსტაგრამისთვის" ზვიგენთან ერთად ფოტოს გადაღება გადაწყვიტა, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა...
image


ექსუმას კუნძულები ბაჰამებზე თავისი თეთრი ქვიშიანი პლაჟებით, კრისტალურად სუფთა წყლითა და ფოტოსესიებისთვის მართლაც რომ საუცხოო ადგილებით არის განთქმული, სადაც ზვიგენების ნახვაც კია შესაძლებელი, რომლებიც დამსვენებლებს არა თუ რაიმე საფრთხეს უქმნიან, არამედ პირიქით, მათთან მეგობრობენ კიდეც. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობდა მოდელი კატარინა ზარუცკი, რომელიც ამ საოცარ ადგილს ცოტა ხნის წინ, მეგობარ ბიჭთან და მის მშობლებთან ერთად "ინსტაგრამისთვის" "ცხელ - ცხელი" ფოტოების გადასაღებად სტუმრობდა.


image


კუნძულ სტანიელ - ქეიზე ოჯახური სადილის შემდეგ კატარინა თავად შეესწრო თუ როგორ ყვინთავდნენ დამსვენებლები კამკამა წყალში და ზვიგენების გარემოცვაში დროს მხიარულად ატარებდნენ. შეყვარებულის მშობლების წინააღმდგეობის მიუხედავად, მოდელმა ზვიგენებთან ერთად რამდენიმე ფოტოს გადაღება თავადაც გადაწყვიტა, თუმცა რაც შემდეგ მოხდა ამას არავინ ელოდა...


image


გოგონას თქმით, პირსზე ხანმოკლე პოზირების შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებმა ეფექტური ფოტოს გადასაღებად მას ზურგზე დაწოლა შესთავაზა, რა დროსაც მოულოდნელად ერთ-ერთი ზვიგენი კატარინას მაჯაზე წვდა და გოგონა რამდენიმე წამით წყალში ჩაითრია.


image


ყველაფერი მეგობარი ბიჭის მამამ გადაიღო, რომელიც კატარინას ფოტოებს უღებდა. გოგონამ ძლივს მოახერხა ზვიგენის პირიდან თავის დაღწევა.


image


ნახეთ, რითი დასრულდა კარიბის ზღვაში "ლაიქებზე" მონადირე გოგონას თავგადასავალი. ფოტოებზე კარგად ჩანს, მოდელი ინსტიქტურად თუ როგორ იფარებს ჭრილობაზე მეორე ხელს, რათა სისხლი წყალში არ ჩავიდეს.


image


კატარინას ჭრილობებზე ნაკერების დადებაც კი მოუწია, რომლებშიც ზვიგენის კბილების ფრაგმენტებია ჩარჩენილი.


image





0
401
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
401