საზოგადოება 5 უცნობი და ძალიან საინტერესო ფაქტი გალაკტიონზე 2022, 22 თებერვალი, 13:22 გალაკტიონ ტაბიძე-პოეზიის მეფე 1891 წლის 17 ნოემბერს სოფელ ჭყვიშში, ვანის რაიონში დაიბადა.მასზე ბევრი რამ არის ცნობილი, იგი ბოჰემური ცხოვრებით ცხოვრობდა და საკმაოდ უცნაური ადამიანი იყო. წარმოგიდგენთ 5 უცნობ და ძალიან საინტერესო ფაქტს გალაკტიონზე: 1. გალაკტიონს ძალიან უყვარდა ხატვა. მას 1200-ზე მეტი ნახატი ჰქონდა და უყვარდა თავის ნაცნობების კარიკატურების დახატვა. 2.გალაკტიონი ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო და ხშირად ბავშვებთან თამაშობდა. იგი მოწინააღმდეგეს ფიგურას მოპარავდა და თუ ბავშვი მოპარულ ფიგურას შეამჩნევდა, გალაკტიონს უხაროდა და შეაქებდა ხოლმე. 3.გალაკტიონს არასდროს ჰქონია საკუთარი საცხოვრებელი. იგი ხან მწერალთა კავშირში ცხოვრობდა, ხან კი სხვას იყო შეფარებული. გალაკტიონი მუდამ მარტოობის სურვილით იყო შეპყრობილი. 4.გალაკტიონმა თავის საყვარელ ქალს მერი თვითონ შეარქვა, ვინაიდან მან საყვარელი ქალის სილამაზე სწორედ მარიამ ღვთისმშობლის სილამაზეს გაუტოლა. 5.გალაკტიონი ამბობდა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მას გოგლა ლეონიძე გამორჩეულად უყვარდა "ცისფერყანწელებიდან" იყო ის, რომ მას არასდროს ეწოდებინა გალაკტიონისთვის ლოთი. 677 1-ს მოსწონს
|