საზოგადოება "ცოლობას ნუ მთხოვთ!! თორემ ყველა გაიზიარებთ იმ საბრალოს ბედს!!"- ვის ემუქრება დეა ადამია? 2022, 20 თებერვალი, 19:14 რეალითი შოუ "ჯეო-ბარი 2007"-ის გამარჯვებული დეა ადამია გაუწონასწორებელ მამრობითი სქესის წარმომადგენლებს მოუწოდებს ნუ უხსნიან მას სიყვარულს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯეობარელი ყველა მათგანს საკუთარ ფეისბუქგვერდზე ვინაობის გასაჯაროებით ემუქრება:"ფსიქიურად აშლილი ადამიანები ნუ მიხსნით სიყვარულს!! მითუმეტეს ცოლობას ნუ მთხოვთ!! თორემ ყველა გაიზიარებთ იმ საბრალოს ბედს!! გამოგაჭენებთ!! არ დაგინდობთ!!", – წერს დეა ადამია "ფეისბუქის" პირად გვერდზე.შეგახსენებთ, რომ მანამდე ჯეობარელმა შემდეგი შინაარსის პოსტი განათავსა, რომელსაც თან "გულგატეხილი" მამაკაცის პირადი ხასიათის რამდენიმე ვიდეო და მოკლე ტექსტური შეყობინების სქრინიც დაურთო:"ესეთი მანიაკები მომაშორე ღმერთო!! ფსიქიატრიულის ავადმყოფი… ისე რა ბლომად არიან საქართველოში კაცები, რომლებსაც მკურნალობა ესაჭიროებათ… ვენებს რომ იჭრის ამიტომ ვიზღვევ თავს და ვასაჯაროვებ!!" - ვკითხულობთ ადამიას პოსტში.1215 შეფასება არ არის |