x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
ჯარში წვრთვნებისას "იაღლიშები მოსულა", მაგრამ მთლად ასეთიც არა უკრაინული ქსმ1 ტანკს მთელი სვლით რომ შეეჯახა

image უკრაინა რუსეთთან ომის ზღვარზე რომაა ლამის მთელმა მსოფლიომ იცის, ცალკე რუსები ატარებენ ფართო, ასშტაბიან წვრთვნებს და ცალკე უკრაინელები.
ზოგადად სამხედრო წვრთვნებისას გაუთვალისწინებელი შემთხვევები ხდება ხოლმე, მაგრამ ისეთი შემთხვევები რაც ჯერ რუსებს მოუვიდათ და ახლახანს უკრაინელებს შედარებით იშვიათად ხდება.
ბუნებრივია უკრაინას ვგულშემატკივრობ და არა ოკუპანტ რუსეთს, აქედან გამომდინარე ნაკლებად მადარდებს რამდენ საკუთარ ტეწნიკას "გამოუყვანენ წირვას" რუსი აგრესორები, მე მწყინს ის რაც მოხდა როვნოს ოლქში სამხედრო წვრთვნებისას როცა მთელი სიჩქარით მოძრავ უკრაინულ ტანკს "Т-64БМ", ასევე ლამის მაქსიმალური სიჩქარით მოძრავი უკრაინული ქვეითთა საბრძოლო მანქანა-1 შეეჯახა, რომლის მძღოლ მექანიკოსმა, როგორც ჩანს დამუხრუჭება მაინც სცადა თუმცა გვიან.
ტანკის ეკიპაჟს არა მგონია რამე მოსვლოდა, აი ქსმ1-ის ეკიპაჟი მინიმუმ მცირე კონტუზიას ნაღდად "აიკიდებდა".
ამხელა პოლიგონია, ხედვის არე საკმაოდ დიდი გაქვს და მაინც ეჯახები რას?-უზარმაზარ ტანკს, ღმერთმა ნუ ქნას ომი უკრაინა-რუსეთს შორის, მაგრამ ასეთი მძღოლ მექანიკოსებით სამწუხაროდ შორს ვერ წავა უკრაინული არმია რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებას ვუსურვებ.
ესეც ვიდეო თუ როგორი "იაღლიში" მოუვიდათ რუს სამხედროებს.

0
312
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
312