x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
სელაპმა შუა ოკეანეში ჩავარდნილი კაცი სიკვდილს გადაარჩინა
image


ცხოველი მამაკაცს ხუთი საათის განმავლობაში მიაცილებდა.


კალიფორნიელი ზღვის ზღარბების შემგროვებელი სკოტ ტომპსონი ღამით მოტორიანი ნავიდან წყნარი ოკეანის ცივ წყლებში გადავარდა.

image


წყალში გარდავარდნის შემდეგ ძრავა აგრძელებდა მუშაობას და ნავი სწრაფად მიეფარა თვალს.

მამაკაცი ღამით ცივ წყალში აღმოჩნდა მარტოდმარტო და ტანზე მხოლოდ მაისური და შორტი ეცვა, ტომპსონი დარწმუნებული იყო, რომ დიდხანს ვერ გაძლებდა, იუწყება KABC-TV.

image

-როგორც ჩანს, სწორედ ეს ის დღეა, როცა უნდა მოვკვდე, - გაიხსენა მამაკაცმა მოგვიანებით ის ფიქრები, რომელიც თავში გაულევა.

მაგრამ დახმარება მოულოდნელად მოვიდა: ტომპსონის გვერდით წყალში რაღაცან გაიელვა, რამაც თავიდან საშინლად შეაშინა - მამაკაცი დარწმუნებული იყო, რომ ეს ზვიგენი იყო, თუმცა მის ნაცვლად პატარა საყვარელმა სელაპმა ამოყო წყლიდან თავი.

ცხოველმა რამდენჯერმე უბიძგა მყვინთავს, თითქოსდა ცურვაზე ეპატიჟებაო და აიძულე ტომპსონი გაეცურა.

მამაკაცმა აირჩია მიმართულება - მან გადაწყვიტა სრუტეში ნავთობის პლატფორმისკენ გაეცურა.

image

სრული ხუთი საათის განმავლობაში სელაპი თან ახლდა გაჭირვებაში ჩავარდნილ მამაკაცს, რომელიც ზგადაგზა სელაპს სიმღერებს უმღეროდა და ანეკდოტებს უყვებოდა. ნავთობის ბაქანზე მათ განთიადისას მიცურეს.

იქ მყვინთავს დაეხმარნე, წყლიდან გამოიყვენეს და მყისვე საავადმყოფოში გადააგზავნეს, რადგან ჰიპოთერმია განუვითარდა.


image

-ახლა მე მჯერა, რომ არსებობს ზებუნებრივი ძალა. მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი რა არის ეს, მომცეს შანსი რომ მენახა და ამაში მთელი ცხოვრების განმავლობაში ეჭვი არც შემეპარება“, - განუცხადა ტომპსონმა ჟურნალისტებს.

0
181
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
181
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0