ბანკები რე|ბანკის პარტნიორთა ქსელს "ჯიპისის და "ფარმადეპოს" სააფთიაქო ქსელები შეემატა 2022, 17 თებერვალი, 12:32 ![]() ტოპ|ქარდის აღება სრულიად უფასოდაა შესაძლებელი დისტანციურად https://rbnk.ge/Get_TOPCARD, რე|ბანკის ფილიალებში და გაყიდვების წერტილებში https://rebank.ge/ka/services/atms-and-branches/. ამასთან, ტოპ|ქარდის აღების შემთხვევაში, ნებისმიერი პირველი შენაძენის ღირებულება, სადაც არ უნდა მოხდეს ტოპ|ქარდით ანგარიშსწორება, 6 თვეზე თანაბარ გადახდად გადანაწილდება, ყოველგვარი დანამატის გარეშე. ამ პირობით სარგებლობა შესაძლებელია როგორც სავაჭრო ობიექტებში, ასევე ონლაინ, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც. „რე|ბანკის პარტნიორების მრავალფეროვნება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია. ვფიქრობთ, რომ ჯპს-ს და ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელებში ტოპ|ქარდის გამოყენება ჩვენი არსებული მომხმარებლისთვის ძალიან მოსახერხებელი იქნება. აღნიშნული პირობით, ვვარაუდობთ, რომ ახალი მომხმარებლებიც დაინტერესდებიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლობა იყოს სასარგებლო რე|ბანკისთვის, ჩვენი პარტნიორისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ტოპ|ქარდის მფლობელებისთვის.“ - მიხეილ გაფრინდაშვილი, რე|ბანკის დირექტორის მოადგილე ბიზნესის მართვის საკითხებში. რა არის ტოპ|ქარდი? ტოპ|ქარდი შოპინგ ბარათია რე|ბანკისგან, რომლითაც მყიდველი ბანკის პარტნიორ ობიექტებში გადახდილ თანხას ანაწილებს რამდენიმე თვეზე ყოველგვარი ნამატის გარეშე, ეფექტურ 0%-ად. ტოპ|ქარდის ლიმიტი 250-დან 10 000 ლარამდეა. ბარათზე ერთხელ მტკიცდება მოთხოვნილი ლიმიტი და მისი გამოყენება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. თითოეული შენატანის გადახდის შემდეგ, შევსებული ლიმიტის გამოყენება თავიდან შეიძლება. რე|ბანკს უკვე 2000-ზე მეტი პარტნიორი ობიექტი ჰყავს სხვადასხვა სფეროში. მათთან ტოპ|ქარდით შოპინგისას გასათვალისწინებელია, თუ რამდენ თვეზეა შესაძლებელი თანხის გადანაწილება. ამის გაგება შესაძლებელია რე|ბანკის ვებგვერდზე და კონტაქტ ცენტრში: rebank.ge | +995 32 222 25 25 | *2525 R 6 1-ს მოსწონს
|