ახალგაზრდობისა და სილამაზის შენარჩუნების რამდენიმე წესს გვთავაზობს ჯენიფერ ენისტონი
![ახალგაზრდობისა და სილამაზის
შენარჩუნების რამდენიმე წესს
გვთავაზობს ჯენიფერ ენისტონი image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202202/2022021620111390835.jpg)
ჰოლივუდის მსახიობი ჯენიფერ ენისტონი, ცოტახნის წინ 53 წლის გახდა. მას შემდეგ, რაც ეკრანებზე გამოჩნდა სერიალი "მეგობრები“, უამრავი ქალისთვის გადაიქცა ინსპირაციად. "იფიქრე პოზიტიურად და ყოველთვის 25 წლის იქნები"- ესაა მისი დევიზი და გულწრფელად აღიარებს, რომ წლების განმავლობაში კარგ ფორმაში ყოფნა სულ უფრო და უფრო რთულდება. "ეს არის აქტივობა, რომელიც მოიცავს სპორტს, სწორ კვებას, მოვლასა და კოსმეტოლოგებს." - ამბობს მსახიობი. ის ყოველ დღე ვარჯიშს, სირბილსა და იოგას უთმობს დროს. მაგრამ, ამის გარდა კიდევ ხუთი წესია, რომლებსაც სერიალ "მეგობრების" ვარსკვლავი არასდროს ცვლის.
წესი 1: დილის რუტინა
ენისტონის ერთ-ერთი ყოველდღიური ჩვევა დილის მედიტაციაა. მსახიობი ასევე აწარმოებს დღიურს და ნერვიულობს, თუ მასში რაღაცის ჩაწერას დღის განმავლობაში ვერ ახერხებს. „და ჩემი ყავა. ეს არის რიტუალი: ყავა, მედიტაცია ან პირიქით“. - აღნიშნავს ის. მსახიობის თქმით, დილით ასევე თავის ძაღლებთან ერთად სეირნობა ძალიან უყვარს
წესი 2: არანაირი ტელეფონი დილით
მთელი დილის რიტუალის განმავლობაში, ენისტონი იცავს ერთ ურყევ წესს: "არანაირი ტელეფონი, ელფოსტა, ტექსტური შეტყობინებები და სოციალური მედია. არ უყუროთ ამათ ერთი საათის, საათნახევრის განმავლობაში. გირჩევთ, ასე მოიქცეთ ყოველ დილით, მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში. არ დაიჯერებთ, როგორი ცხოვრებისეული ცვლილება გექნებათ."- აღნიშნავს მსახიობი.
წესი 3: ნატურალური პროდუქტები
"დედა ყოველთვის ძალიან ზრუნავდა ჯანმრთელობაზე და იოგას მიმართავდა, ამიტომ მე ამით გავიზარდე. მაგრამ, მშობლებისგან გადასვლის შემდეგ, 180-გრადუსიანი ცვლილება განვიცადე. ჩემი თინეიჯერული აჯანყება სწრაფი კვების პროდუქტების მიღება იყო. თუმცა, მალევე შევამჩნიე საკუთარ თავს ცვლილებები. ადვილად ვღიზიანდებოდი, ვიღლებოდი, კანი საშინლად მქონდა. არც საკუთარი ფორმები მომწონდა. დიეტოლოგთან ერთი ვიზიტიც კი საკმარისი იყო, რომ გამეცნობიერებინა, რა მართალი იყო დედა და როგორ სწორად იქცეოდა."- ამბობს ენისტონი. მისივე თქმით, მას შემდეგ ნატურალური პროდუქტებით იკვებება.
წესი 4: დაივიწყეთ ასაკი
"ჯანმრთელობა არის არა მხოლოდ კვება, არამედ ცხოვრების ხარისხიც. ჩვენ ყველა ვიზრდებით და ვბერდებით. ამას ვერ უარყოფ, გარდაუვალია. მაგრამ, ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ აქტიურები და სიცოცხლისუნარიანები სიბერეშიც კი. ჩვენს საზოგადოებას უყვარს თქმა: "ოჰ, შენ იმ ასაკში ხარ, ახლა დაღმართზე მიდიხარ", "თქვენ აღარ ხართ ღირებული და სასარგებლო საზოგადოებისთვის“. ეს ძალიან არასწორი მიდგომაა. არასოდეს იფიქროთ ასე." - ამბობს ჯენიფერი.
წესი 5: ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას
„არა მხოლოდ საკვები და სპორტი, არამედ ემოციური ფონი, სიმშვიდე გვაძლევს ჯანმრთელობას. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, თუ რას უსმენთ, რას უყურებთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ფიზიკური კეთილდღეობისთვის.