x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
შეიჭრება თუ არ შეიჭრება რუსეთი უკრაინაში? ამ კითხვითაა ლამის ყველა დაკავებული

image ამ დღეებში სამხედრო ექსპერტები, პროფესიონალებიც და "დივანზე წამოშხლართულებიც" საუბრობენ იმაზე შეიჭრება თუ არა რუსეთი უკრაინაში და აიღებს თუ არა კიევს.
უკრაინის საზღვართან ათეულობით ათასი მებრძოლის თავმოყრამ მძიმე ტექნიკასთან, არტილერიასთან, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან და სამხედრო ფლოტთან ერთად საფიქრალი გაუჩინა უკრაინელებთან ერთად ცივილიზებულ სამყაროს.
ზოგიერთი ქვეყნის დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ომის დაწყების თარიღსაც კი პროგნოზირებდნენ.
აშშ-მ და დიდმა ბრიტანეთმა ღიად განაცხადეს რომ უკრაინაში მათი მებრძოლები არ იბრძოლებდნენ, მაგრამ ლეტალურ იარაღს აუცილებლად მიაწდიდნენ უკრაინას.
გარდა ამისა დაიწყო საუბარი რუსეთისათვის ომის დაწყების შემთხვევაში პირველივე წუთებიდან დაეწესებინათ უმკაცრესი სანქციები რაც აუცილებლად იმოქმედებდა რუსეთის ბიუჯეტზე და შესაბამისად არმიის ლოჯისტიკაზე, გარდა ამისა საფრთხე შეექმნებოდა რუსული გაზსადენის ახალი მაგისტრალის დასრულებას.
პუტინი მართალია ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრა, მაგრამ ეს იყო მუქარა მუქარისათვის და არა რეალობის ასახვით.
პუტინს აგრესორობასთან ერთად შეიძლება ყველაფერი დააბრალო, მაგრამ უჭკუობას ნამდვილად ვერ დავაბრალებთ ამ ტირანს.
ომის დაწყებას მუდამ აქვს წინაპირობა, იწყება პროვოკაციების ჯაჭვი, მოქმედებას იწყებს "მეხუთე კოლონა", კონფლიქტის ზონიდან "შემთხვევით" რუსეთის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა თუნდაც მაგალითისათვის.
პუტინს ესმის "ვა-ბანკზე" თუ წავა მას დიდი დანაკარგებით, მაგრამ შეუძლია კონტროლი დააწესოს ოდესის სტრატეგიულ ოლქზე და უკრაინას ჩაუკეტოს შავ ზღვაზე გასასვლელი, როგორც ეს გაუკეთა აზოვის ზღვასთან დაკავშირებით.
და მაინც არის თუ არა ამ ეტაპზე რუსეთი მზად უკრაინაში შესაჭრელად.
დიახ, რუსული სამხედრო მანქანა ამ ეტაპზე მზადაა უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებისათვის და დასახული ამოცანების შესრულებისათვის.
როგორც ცოცხალი ძალით ასევე საბრძოლო არსენალის რაოდენობით და მრავალფეროვნებით რუსეთი ცალსახად "ჩაგრავს" უკრაინას, მაგრამ აქ უკვე მეორე ფაქტორი გამოდის წინა პლანზე, ჩვენ ზუსტად არ ვიცით თუ რა რაოდენობის და სახის ლეტალური შეიარაღება მიაწოდეს უკრაინას პარტნიორებმა.
თუ უკრაინა რუსული აგრესიის შემთხვევაში შესძლებს საჰაერო სივრცის კონტროლს, სახმელეთო ოპერაციისას რუსეთს წინ დახვდება არა ის მშიერ-მწყურვალი და ჩაუცმელი და შეუაიარაღბელი უკრაინუკი არმია, არამედ დახვდება კარგად გაწვრთვნილი, კარგად შეიარაღებული, კარგი ეკიპირების მქონე არმია.
ცალკე თემაა-აშშ აუცილებლად მიაწვდის მზვერავი თანამგზავრების მიერ პენტაგონისათვის მიწოდებულ ინფორმაციას რუსული დანაყოფების გადაადგილებაზე და დისლოკაციის ადგილებზე.
უკრაინა ადამიანური რესურსითაც და ტერიტორიულადაც აკმაოდ ძნელად "ჩასაყლაპი" ლუკმაა რუსეთისთვისაც და ეს კარგად ესმის რუსეთს.
რუსი ვეტერანი სამხედროების მოწოდებაც რუსეთის პრეზიდენტისადმი გადადგეს და არცერთ შემთხვევაში არ ჩაერთოს ახალ საომარ თეატრში ცხადყოფს, რომ ჩეჩნეთში და ნაწილობრივ სირიაში ნაბრძოლ გენერლებს კარგად ესმით ამ ომის სიმძიმე რას მოუტანს თავად რუსეთს.
ომს იგბენ ადამიანები და არა მხოლოდ ტექნიკა, თუმცა მას შემდეგ რაც თურქეთ-უკრაინას შორის გაფორმდა ხელშეკრულება გრძელვადიანი პროგრამით ურთიერთთანამშრომლობაზე, თურქეთმა დამრტყმელი დონების "ბაირახტარების" საკმაოდ მოზრდილი პარტია მიაწოდა უკრაინას, რომლის მოქმედებამაც დონბასში სეპარატისტებს საგონებელი გაუჩინა.
მიუხედავად იმისა, რომ დონბასის სეპარატისტული წარმონაქმნები სავსეა რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებით, მათ ვერ შესძლეს თურქული წარმოების დრონების ჩამოგდება.
სწორედ ამ კლასის დრონებმა გადაწყვიტა ომის ბედი მთიან ყარაბაღში აზერბაიჯანის სასარგებლოდ.
მართალია რუსულმა მხარემ განაცხადა, რომ უკრაინის საზღვრებიდან დისლოკაციის ადგილებში დააბრუნებდა ტექნიკას, მაგრამ საინტერესოა რა სახის დანაყოფებს დახევს უკან რუსეთი.
თუ დონის როსტოვისკენ გადაწევს რუსეთი მხოლოდ შორი რადიუსის მოქმედების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს და ტაქტიკურ-ოპერატიულ სარაკეტო კომპლექსებს, ეს იქნება იმისი ნიშანი რომ რუსეთი მზადაა ომის დასაწყებად უკრაინასთან.
მარტივი ლოგიკაა- არცერთი ჭკუათმყოფელი ფრონტის ხაზზე არ განათავსებს შორი რადიუსის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სარაკეტო სისტმებს და ტაქტიკურ-ოპერატიულ სარაკეტო კომპლექსებს.
უახლოესი დღეები გვიჩვენებს, რუსეთი მთლიანად ხსნის "წვრთვნებში" მონაწილე დანაყოფებს უკრაინის მიმდებარე ტერიტორიებიდან, თუ ნაწილობრივ ხსნის.
შესაძლოა რუსეთმა უკონტროლო საზღვარზე გაატაროს დიდი რაოდენობით ტექნიკა და მიაწოდოს დონბასელ სეპარატისტებს, ამასთან ერთად მოამზადოს დოკუმენტაცია სეპარატისტული წარმონაქმნების დამოუკიდებლობის ასაღიარებლად მას შემდეგ რაც, სეპარატისტების მიერ მიწოდებული იარაღიდან დაიბომბება უკრაინა ბევრად უფრო ღრმად ვიდრე აქამდე იბომბებოდა, რასაც აუცილებლად გასცემს პასუხს უკრაინა.
შედეგად კი მივიღბთ სურათს, როგორიც გვქონდა 2008 წელს, რუსეთი შეიჭრება უკრაინაში "ჩაგრული თანამოძმეების" დასაცავად.
მიუხედავად საბრძოლო გამოცდილების მიღბისა უკრაინელი სამხედროები ჯერ კიდევ უშვებენ მძიმე შედეგის მომტან შცდომებს, რასაც ეს ვიდეო ასახავს.
ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტის მოქმედების ზონაში ღიად არ უნდა ააგო დროებითი თავშსაფარი შეუნიღბავად.
ვიდეოს კადრში ჩანს თუ როგორ გარბიან ახალგამოღვიძებული უკრაინელი სამხედროები, რამაც გული მატკინა.
დილეტანტიზმი ომში დაუშვებელია.
გაუმარჯოს ერთიან და თავისუფალ უკრაინას!!!

6
39
6-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
39
  
2022, 17 თებერვალი, 0:06
ეგრეა, ეგრე. :)
2022, 16 თებერვალი, 23:58
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 16 თებერვალი, 22:34
სამწუხაროდ არის ამისი დიდი შანსი, ზოგადად "ურაპატრიოტიზმი" ღუპავს და ანადგურებს საზოგადიებას.
ჩვენ გვერგო "ტოტია მგელის" როლი, რომელსაც ღრენა კი შეუძლია, მაგრამ უკბილობის გამო კბენა არ შეუძლია.
გვეუბნებიან თქვენთვის "ნატოს" კარი თქვენთვის ღიააო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით თუ ამ ალიანსის ყველა წევრი თანახმა არაა ამა თუ იმ ქვეყნის მიღებაზე მისი მიღბა გამორიცხულია.
გერმანია და საფრანგეთი არ გვიჭრს მხარს, რაც ნიშნავს, რომ იმ "ღია" კარში არავინ შეგვიშვებს.
იმედია მორიგ პროვოკაციაზე არ წამოვეგებით უკვე მერამდენედ...
2022, 16 თებერვალი, 22:20
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2022, 16 თებერვალი, 21:48
არ შემიძლია არ დაგეთახნმოთ, უბრალოდ ფორმატიდან გამომდინარე სტატია ძალიან დიდი გამოვიდოდა.
რუსეთმა დონბასის კონტროლით და ყირიმის წაღებით პროგრამა მინიმუმზე ბევრად მეტი შეასრულა.
ისიც მართალია უკრაინა პლაცდარმად რომ ჭირდება დასავლეთს ისევე, როგორც საქართველო.
ერთის მხრივ საზოგადოებას თავზე ახვევენ "ბუას" რუსეთის სახით (ჩემთვის რუსეთი ოკუპანტად რომ რჩება ამაზე მეორე აზრი ვერასდროს იარსებებს მანამ, სანამ სამაჩაბლო და ჩემი მშობლიური აფხაზეთი ოკუპირებულია), თუმცა რუსეთისაც მესმის, არ უნდა ქვეყანას გვერდით პოტენციური საფრთხის შემცველი ქვეყანა, სადაც მის საწინააღმდეგოდ დიდია ალბათობა "ნატოს" ბაზები გაკეთდეს.
კომპლიმენტისათვის მადლობა.
2022, 16 თებერვალი, 20:50
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 6