x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
პრო@ტიტუცია ძველ საბერძნეთში, როგორც სახელმწიფო შემოსავლის წყარო და დემოკრატიის ნიშანი
image


ძველ საბერძნეთში ათენი ერთ-ერთ უდიდესს ქალაქსა და პორტს წარმოადგენდა, ზუსტად ამ მიზეზის გამო იყრიდნენ იქ დიდი რაოდენობით მეზღვაურები და ვაჭრები თავს. ისტორიკოსები თვლიან, რომ ქალაქში პროსტიტუციის გაჩენაზე გავლენა 500-800 წლებში ჩვენს წელთაღრიცხვამდე სწორედ ამ ფაქტორმა იქონია.


image


სწორედ პროსტიტუციის აყვავებამ გააძლიერა ქალაქის ეკონომიკა. უცხოელები ბორდელებში დიდ ფულს ხარჯავდნენ, რასაც კოლოსალური შემოსავალი მოჰქონდა, ასევე როსკიპები, როგორც კანონმორჩილი მოქალაქეები იმ საქმიანობისთვის რასაც ისინი ყოველდღიურად ეწეოდნენ სახელმწიფოს გადასახადებს უხდიდნენ.


image



აღსანიშნავია, რომ მეძავები 3 ტიპად იყოფოდნენ:


image



პორნაები - ყველაზე დაბალი დონე


image


პორნაები ყველაზე იაფასიან მეძავებს განეკუთვნებოდნენ, რომლებიც სუტენიორებს ეკუთვნოდნენ, რომლებსაც თავიანთი შემოსავლის ნახევარს უხდიდნენ. თავდაპირველად, ამ კატეგორიაში შედიოდნენ ბარბაროსული წარმოშობის მონები, მოგვიანებით, მათ ბავშვობაში მამების მიერ მიტოვებული ბერძენი ქალებიც შეუერთდნენ, რომლებიც ფაქტობრივად, ასევე მონებად ითვლებოდნენ. ხელმისაწვდომი პორნაები "წითელი ფარნების" კვარტალში მუშაობდნენ: პირეოსის პორტსა და კერამეიკოსის რეგიონში, სადაც ბევრი ვაჭარი და მეზღვაური იყრიდა თავს, რომლებიც "კომფორტს" ხელმისაწვდომ ფასებში ეძებდნენ.





დამოუკიდებელი როსკიპები



image


სოციალურ კიბეზე სიყვარულის ქურუმები პორნაებზე ერთი საფეხურით მაღლა იდგნენ. ისინი მათგან განსხვავებით არც ბორდელებში ცხოვრობდნენ და არც მონებად ითვლებოდნენ. თავისუფალი ქალბატონები პოტენციური კლიენტების წინაშე საკუთარ მომხიბვლელობას ღიად ახდენდნენ, ატრებდნენ მკვეთრ მაკიაჟს, რათა მამაკაცებს მათი გარჩევა ჩვეულებრივი ქალებისგან შეძლებოდათ. პროსტიტუციის ეს სახეობა სრულიად ლეგალიზებული იყო: სიყვარულის ქურუმები ვალდებულები იყვნენ ოფიციალურად დარეგისტრირებულიყვნენ და საკუთრი შემოსავლიდან გადასახადები გადაეხადათ.



image


გამომდინარე იქიდან რომ ეს ქალბატონები თავისუფლები იყვნენ, სწორედ ამიტომაც უხდიდნენ სახელმწიფოს გადასახადებს, დანარჩენი თანხა კი თავად რჩებოდათ. მათ შორის შეიძლება ყოფილიყვნენ დაქვრივებული ქალები, რომლებსაც ლუკმა - პურის საშოვნელად სხვა გზა არ ჰქონდათ, უცხოელები, რომლებმაც ათენში სამსახურის შოვნა ვერ შეძლეს და ასევე პორნაები, რომლებმაც თავიანთი თავისუფლების გამოსყიდვა შეძლეს.


image



ჰეტერები - სიყვარულის პრივილეგირებული ქურუმები


image


ჰეტერები - სიყვარულის ქურუმთა იერარქიის უმაღლეს დონეზე იყვნენ, ისინი იაპონელ გეიშებს ჰგავდნენ, რომლებიც საკმაოდ განათლებულები და ერუდირებულები იყვნენ, შეეძლოთ ნებისმიერ საკითხზე საუბარი და ასევე არ იყვნენ "გოგონები ერთი ღამისთვის". მამაკაცები "სიყვარულის ქურუმებს" მოკლე დროით ყიდულობდნენ – გოგონები მათ სხვადასხვა ღონისძიებებზე თან ახლდნენ და საკუთარ კლიენტებს რაღა თქმა უნდა, ინტიმურ მომსახურებასაც უწევდნენ.






0
329
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
329