x
image
თუთიკო ბერძენა
როსტომ ჩხეიძე - "კულტურის მინისტრს, საკუთარი სწრაფვა,  დაემყარებინა პარტიული დიქტატი, საწინააღმდეგოდ შემოუბრუნდა"

image

"პარტიული ეგოიზმი აზიანებს და აზარალებს „ქართულ ოცნებასაც“ და ჩვენსბედკრულ სამშობლოსაც", განაცხადა ეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი თქმით, ყველაზე ხელშესახებად ეს ეგოიზმი კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გაუმართლებელი მოქმედებებით ხდება თვალსაჩინო.

„ მისი მხრიდან უხეში და აშკარად პოლიტიკური ჩარევა „ლიტერას“ ჟიურის წევრთა საქმიანობაში რომ არა, დაჯილდოების ცერემონია გაიმართებოდა მხოლოდ ლიტერატურული პათოსით და ინტერესსაც მის მიმართ ლიტერატურის მოყვარულნი თუ გამოიჩენდნენ. კულტურის მინისტრის ძალადობრივმა ქმედებამ - მცდელობამ ჟიურის წევრთა შორის თავისი წარმომადგენლის ჩასმისა, გამოიწვია მწვავე პროტესტი მწერალთა მხრიდან და დაპირისპირება გასცდა ლიტერატურის ფარგლებს. მინისტრმა ჩაშალა „ლიტერა“, მაგრამ ვერ წაუხდინა გუნება მწერლებს და კიდეც დაფუძნდა „თავისუფალი ლიტერა“, რომლის გამართვასაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და უამრავმა ადამიანმა პირდაპირი ეთერით უყურა მთელ მსვლელობას“, - განაცხადა როსტომ ჩხეიძემ. მისი თქმით, მინისტრის მცდელობა დაემყარებინა პარტიული დიქტატი, მას საწინააღმდეგოდ შეუბრუნდა.

დეპუტატის განცხადებით, კულტურის მინისტრი მის ქვემდებარე სფეროში რეპრესიებს ახორციელებს.

1
508
1-ს მოსწონს
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
508
  
2022, 15 თებერვალი, 16:41
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1