x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139022
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512590
ბრიტანელი მეცნიერი უცხოპლანეტელების გაცნობას გვპირდება
image
























ბრიტანელი ასტროფიზიკოსი მარტინ რისი სამყაროში ჩვენს “მეზობლებთან" შეხვედრაზე ალაპარაკდა. მისი თქმით დედამიწელები უახლოეს 40 წელიწადში შეიტყობენ უცხოპლანეტელთა არსებობის შესახებ.

რისი ამტკიცებს, რომ უახლოეს ათწლეულებში მეცნიერების განვითარება მკვლევრებს საშუალებას მისცემს, უკვე 2025 წლისთვის დაათვალიერონ შორეული პლანეტები და შესაძლოა განსაზღვრონ, არის თუ არა იქ სიცოცხლე.

აღსანიშნავია, რომ ცნობილი მეცნიერის, მისი კოლეგის სტივენ ჰოკინგისგან განსხვავებით, რომელიც ამტკიცებს, რომ “მეცნიერებას შეუძლია სამყაროს ახსნა ღმერთის დახმარების გარეშე", ლორდი რისი აღიარებს, რომ ზოგიერთი მეცნიერული საიდუმლოება ადამიანური გაგების ფარგლებს სცდება და შესაძლოა, არამიწიერი არსებების დახმარებაც კი დაგვჭირდეს, რომ მეტი გავიგოთ.


ლორდ რისი იმასაც ამბობს, რომ “უცხოები" შესაძლოა, უკვე არიან კიდეც ჩვენ ირგვლივ, მაგრამ იმ ფორმით, რომ ადამიანი ვერ ახერხებს მათ ამოცნობას. “პრობლემა ის არის, რომ ჩვენ ჩვენს მსგავსს ვეძებთ, ვვარაუდობთ, რომ მათ, მინიმუმ, რაღაც აქვთ ჩვენი მსგავსი, - აღნიშნა მეცნიერმა, - მაგრამ მე ვეჭვობ, რომ სადღაც “იქ" შეიძლება არსებობს ისეთი სიცოცხლე და გონება, რომლის შეწვდომა ჩვენ არ შეგვიძლია.

2
194
5-ს მოსწონს
ავტორი:მწერალი
მწერალი
194
  
2012, 19 ოქტომბერი, 14:03
+++++
2012, 14 ოქტომბერი, 18:51
ვარაუდები ბევრია მაგრამ დამამტკიცებელი ფაქტები არა.უნდათ ხალხი დააჯერონ რომ ისინი არსებობენ.რუსეთში გადაღებულ ვიდეოს ვუყურე ასეთი ვითომ უცხო პლანეტელის გაკეთება მარტივია.ჩვენ გალაქტიკაში რომ იყვნენ აქამდე გვეცოდინებოდა. მილიარდობით სხვა გალაქტიკაა და სადმე შეიძლება იყოს სულიერი მაგრამ აქამდე არ ვიცით
0 1 2