x
მეტი
  • 25.12.2024
  • სტატია:139022
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512590
უმდიდრესი ფრანგი გადასახადების გამო მოქალაქეობას იცვლის?!

imageევროპის პირველი მდიდარი, ფრანგი ბერნარ არნო, რომლის ქონება “ფორბსმა" 41 მილიარდ დოლარად შეაფასა, მოქალაქეობის შეცვლას აპირებს. როგორც ამბობენ ამის მიზეზი ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ფრანსუა ოლანდის საკანონმდებლო ინიციატივაა.

სოციალისტები უკვე სექტემბერში გეგმავენ კანონის მიღებას, რომელიც 75%-იან გადასახადს უწესებს წელიწადში ერთ მილიონ ევროზე მეტ შემოსავალს. საფრანგეთში ოლანდის ექსპერიმენტები ყველაზე მეტად სწორედ ბერნარ არნოს ემუქრება. ბელგიაში კი, სადაც არნომ მოქალაქეობის მიღება მოითხოვა, დაბეგვრის გაცილებით დაბალი პროცენტებია და გარდა ამისა, არ არის გადასახადი არც კაპიტალის გაზრდაზე და არც “სოლიდურ სიმდიდრეზე".

0
45
4-ს მოსწონს
ავტორი:მწერალი
მწერალი
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0