x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
ლეგენდარული მოდელი ჯენის დიკინსონი, რომლის კარიერაც პლასტიკურმა ოპერაციებმა შეიწირა

image

თუ 80-იან წლებში ზრდასრულ ასაკში იყავით, მაშინ ალბათ იცით ისეთი მოდელის შესახებ, როგორიც არის ჯენის დიკინსონი. ჯენისი ერთ დროს არ თმობდა ისეთი ცნობილი ჟურნალების გარეკნებს, როგორებიცაა Vogue, Harper Bazaar, Cosmopolitan და Playboy. 1970-იან და 1980-იან წლებში ის იყო ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელი და თავს პირველ სუპერმოდელსაც კი უწოდებდა. იყო ჟიურის წევრი სამოდელო სატელევიზიო პროექტში America's Next Top Model, 2006 წელს კი საკუთარი სამოდელო სააგენტო გახსნა და სატელევიზიო შოუც შექმნა, რომელიც МТV-ზე გადიოდა. დღეს კი ლეგენდარული ჯენის დიკინსონი თითქმის აღარავის ახსოვს.

იგი დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკში და გაიზარდა პატარა, ღარიბ ოჯახში.image
ჯენისს რთული ბავშვობა ჰქონდა, თავის მემუარებში აღიარა, რომ ის და მისი და მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლები იყვნენ.image
ჯენისი საცხოვრებლად ნიუ-იორკში 1970-იანი წლების დასაწყისში გადავიდა, რათა აეხდინა ოცნება და გამხდარიყო მოდელი, თუმცა, მიუხცედავად იმისა, რომ Miss High Fashion Mode-ს ნაციონალური კონკურსი მოიგო, სამოდელო სააგენტოებს მისი აყვანა მაინც არ სურდათ.image
შემდეგ ის პარიზში გადავიდა, სადაც მისმა „ეგზოტიკურმა გარეგნობამ“ აღაფრთოვანა ევროპული მოდის ინდუსტრია.image


მალევე ჯენისის წარმატებული კარიერა დაიწყო, მოდელი ჟურნალ Vogue-ს გარეკანზე 37-ჯერ მოხვდა, რაც ნებისმიერი მოდელისთვის მნიშვნელოვანია.image

სუპერმოდელი ამერიკაში 1978 წელს დაბრუნდა და მისი პორტფოლიო იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ ამჯერად ყველა სამოდელო სააგენტოსა და მოდის სახლს სურდა მასთან მუშაობა. 1980 წლისთვის მისი კარიერა უკვე პიკზე იყო და მასთან მუშაობაზეც ყველა ოცნებობდა.image
რა თქმა უნდა, ახალგაზრდობა სამუდამოდ ვერ გაგრძელდება, ჯენისი კი ახალგაზრდა და უფრო პერსპექტიული მოდელებით ჩანაცვლდა. თუმცა ოდესღაც პოდიუმებზე გაბრწყინებულ ვარსკვლავს არ სურდა მოდის ინდუსტრიიდან ასე მარტივად წასვლა.image

2006 წელს გახდა ცნობილი სამოდელო ტელეშოუს “America's Next Top Model" წამყვანი და ჟიურის წევრი, მაგრამ მალევე გაათავისუფლეს იმ მიზეზით, რომ დამწყებ მოდელებთან ზედმეტად უხეში, სასტიკი და მომთხოვნი იყო.image

ჯენისი ოთხჯერ იყო დაქორწინებული და თავის მემუარებში ნახსნები აქვს რომანები ისეთ ცნობილ მამაკაცებთან ჰოლივუდში, როგორებიც არიან სილვესტერ სტალონე, ჯეკ ნიკოლსონი, ლიამ ნისონი, ბრიუს უილისი და მრავალი სხვა.image

დიკინსონი ახალ გამოწვევებს არ შეუშინდა და ამჯერად საკუთარი სამოდელო სააგენტო გახსნა, რომელიც პოპულარობით სარგებლობდა მისივე ტელეშოუს წყალობით.image

2016 წლის მარტში მას მკერდის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს. 2017 წლის აგვისტოში კი სიმსივნე დაამარცხა.image

ახლა ჯენისი 66 წლისაა, ცხოვრობს ბრუკლინში, აქვს აქტიური სოციალური ცხოვრება და, როგორც ჩანს, ბედნიერია, მიუხედავად რამდენიმე ნამდვილად წარუმატებელი პლასტიკური ოპერაციისა, სწორედ მათ გამო აღარ ჩანს ის მოდის ინდუსტრიაში.image









0
456
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0