x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
კანადელი ამტკიცებს, რომ უცხოპლანეტელებს მასთან კონტაქტის დამყარება სურდათ(ვიდეო)
image

უცხოპლანეტელები შეგნებულად ავიდნენ უდაბურ ადგილზე, რათა ადამიანთან კომუნიკაცია დამეყარებინათ.


კანადაში, ახალი შოტლანდიაში მცხოვრებმა შენიშნა ცაზე უცნაური მოციმციმე შუქები. მამაკაცის გაოცება გამოიწვია იმან, რომ ის ცხოვრობს ისეთ მიყრუებულ ადგილში, სადაც თვითმფრინავებიც კი იშვიათად დაფრინავენ.


ამის საფუძველზე მან კატეგორიულად უარყო ამოუცნობი მფრინავი ობიექტების მიწიერი წარმოშობის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ა.მ.ო არა მხოლოდ ახალ შოტლანდიაში პატრულირებდა, არამედ აციმციმდა, თითქოსდა მორზეს კოდით სიგნალის გადაცემა სურდა.



უჩვეულო ფენომენის თვითმხილველმა დაასკვნა, რომ უცხოპლანეტელებს მასთან კონტაქტი სურდათ, რათა შეატყობინებინათ რაღაც მნიშვნელოვანი.

მომხმარებლების ნაწილი, სხვათა შორის ვიდეოს ყურების შემდეგ, რომელიც კანადელმა გამოაქვეყნა ინტერნეტში, დაეთანხმა მას, რომ სტუმრებს სხვა სამყაროებიდან სურდათ მასთან საუბარი.


როგორც ჩანს, ბოლო დროს უცხოპლანეტელები არა მხოლოდ გააქტიურდნენ, არამედ დაივიწყეს მოკრძალებაც: ახლა ისინი ღიად ჩნდებიან და შუქებსაც კი აშკარად აციმციმებენ, იწვევენ ადამიანს დიალოგში.


ვინ იცის - კაცი ცოტა უფრო გაბედული რომ ყოფილიყო და გადაეწყვიტა უცხოპლანეტელებთან კონტაქტი, შესაძლოა, უცხო ცივილიზაციის სტუმრები ბოლოს და ბოლოს სრულყოფილ კონტაქტში შესულიყვნენ დედამიწელებთან და შორს აღარ იქნებოდა ის დრო, როდესაც გალაქტიკათაშორისო თანამშრომლობა დაიწყებოდა...მოიცათ, მოიცათ!ძააან ხომ შევტოპეთ ფანტაზიებში?

0
370
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
370
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0