x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134533
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ამერიკაში "ნახმარი" ტუალეტის ქაღალდები იყიდება
image

ინტერნეტმომხმარებლები საგონებელეში ჩააგდო მსგავსმა შეთავაზებამ. რა იმალება ტერმინი "ნახმარის" უკან?


COVID-19-ის პანდემიამ ბევრ ამერიკელს შეახსენა ისეთი ფენომენი, როგორიცაა "დეფიციტი": კორონავირუსის შემოჭრასთან ერთად, ბევრი საქონელი გაქრა მაღაზიების თაროებიდან. სხვა პროდუქტებთან ერთად, ტუალეტის ქაღალდიც დეფიციტურის კატეგორიაში გადავიდა. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ტუალეტის ქაღალდის მარაგი, ისევე როგორც ზოგიერთი საყოფაცხოვრებო საქონლის მომარაგება სახლში, ანიჭებს ადამიანს იმის განცდას, რომ ის და მისი ოჯახის წევრები შეძლებენ გადაურჩნენ გარკვეულ განსაცდელს, მათ შორის ლოკდაუნებს და შეფერხებებს დისტრიბუციაში.


ეს უკანასკნელი, სხვათა შორის დღემდე გრძელდება და აფერხებს, როგორც საცალო ვაჭრობას, ასევე რიგით მყიდველებს: ტუალეტის ქაღალდი დროდადრო კვლავ ქრება მაღაზიის თაროებიდან. საქმე იქამდე მივიდა, რომ ზოგან ის იყიდება მკაცრად შეზღუდული რაოდენობით.



ამ ყველაფრის ფონზე უმსხვილეს ონლაინ მაღაზიაში Amazon-ში მოულოდნელად დაიწყეს ... მეორადი ტუალეტის ქაღალდის შეთავაზება. მისი ყიდვა ახალზე იაფად შეიძლება. სწორედ ნიშნით used (ანუ ნახმარი, გამოყენებული ან მეორადი) Amazon გთავაზობთ 2 დუჟინა (24 რულონი) ტუალეტის ქაღალდს 23 დოლარად. ახლები 2 დოლარით მეტი ღირს.

image

ამ განცხადებას აჟიოტაჟი მოჰყვა ინტერნეტმომხმარებლებში.რეაქცია განსხვავებულია. ზოგისთვის გაუგებარია, რა იგულისხმება " გამოყენებულ ტუალეტის ქაღალდში"?ნუთუ პირდაპირი დანიშნულებით? ვის მიერ და რა მიზნებისთვის გამოიყენა?სხვები დარწმუნებული არიან, რომ საუბარია დაზიანებულ შეფუთვაზე ან დაქუცმაცებულ რულონებზე. ამ ვერსიას ამყარებს ის ფაქტიც, რომ აშშ-ში მაღაზიები ხშირად სთავაზობენ მნიშვნელოვანი ფასდაკლებით სავიტრინო ან დაზიანებულ საქონელს ორიგინალური შეფუთვით ან მის გარეშე.


თუმცა რეალურად საუბარია რულონებზე რომლებიც გაიყიდა, თუმცა უხმარი დარჩა: ისინი ეკიდათ სასტუმროს ან ოფისების ტუალეტებში, მაგრამ კორონავირუსული პანდემიის გამო, რამაც გამოიწვია იზოლაციები და ტურისტებისთვის საზღვრების ჩაკეტვა, ისინი ვერ გამოიყენეს დანიშნულებისამებრ. ხელუხლებელი რულონები ამოიღეს და დაუბრუნეს გამყიდველს, რომელიც ახლა, როგორც მეორადს, მცირე ფასდაკლებით ყიდის.

2
493
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
493
  
2022, 12 თებერვალი, 19:34
))))))))
2022, 12 თებერვალი, 19:32
რა ინტრიგა სათაური აქ :-)
0 1 2