კონფლიქტები უკრაინის ტერიტორიას რუსი დიპლომატები ტოვებენ 2022, 12 თებერვალი, 15:14 უკრაინის ტერიტორიას რუსი დიპლომატები ტოვებენ. ამის შესახებ ინფორმაცია დაახლოებით ერთი საათის წინ გახდა ცნობილი. რუსეთის მხრიდან მზარდი საფრთხის გამო, საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებას ურჩევს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. ამის პარალელურად, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი მოსკოვში რუს კოლეგას სერგეი შოიგუს შეხვდა. საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის ტერიტორიის დატოვებისკენ ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მოუწოდა. „ყველა ამერიკელმა, რომელიც იმყოფება უკრაინაში, რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა დატოვოს ქვეყანა, ნებისმიერ შემთხვევაში 24-დან 48 საათამდე პერიოდში“, - განაცხადა მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა. ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზაციის საკითხი განიხილეს. 130 2-ს მოსწონს
|