x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
როგორც ილონ მასკის კომპანია "SpaceX" იუწყება "Starlink"-ის თანამგზავრების უმეტესობა განწირულია, რამდენიმე მათგანი უკვე ჩამოვარდა

image როგორც ილონ მასკის კომპანია იუწყება უახლოეს პერიოდში კოსმოსში გაშვებულ 49 თანამგზავრიდან უმეტესობა განწირულია განადგურებისათვის, მზეზე მომხდარმა მაგნიტურმა ქარიშხლის გამო გამოტყორცნილმა მასამ ატმოსფეროს გარე ფენის სიმკვრივის გაზრდა და ასევე ტემპერატურის მკვეთრი მატება გამოიწვია, რამაც თანამგზავრებს საფრთხე შეუქმნა.
მასკის კომპანიის თანამგზავრების მართვის ცენტრის სპეციალისტებმა სცადეს თანამგზავრების გადარჩენა და თანამგზავრები მკვეთრად შეაბრუნეს, თანამგზავრების ცხვირის ნაცვლად მაღალ ტემპერატურას უნდა დახვედროდა თანამგზავრების უკანა ნაწილი, რომელსაც მაღალი ტემპერატურის ამრეკლის გუნქცია უნდა შეესრულებინა.
მართალია დასახულმა გეგმამ თანამგზავრები მყისიერი განადგურებისაგან იხსნა, მაგრამ გეომაგნიტური ქარიშხლის და იონიზირებული მასის ზემოქმედების გამო თანამგზავრებთან კავშირი დაიკარგა, მართვის ცენტრმა თანამგზავრებზე კონტროლი დაკარგა, ერთერთი მათგანი კარიბის აუზში პუერტო-რიკოს რაიონში ჩამოვარდა, გავრცელდა ვიდეო, სადაც 3 თებერვალს მასკის კომპანიის მიერ გაშვებული 49 თანამგზავრის ერთი თუ ორი თანამგზავრის ვარდნის პროცესია ასახული, როგორც ნიდერლანდელი ასტრონომი მარკო ლანდბრუკი ასკვნის ვარდნის პროცესის ვიდეოს ნახვის შემდეგ.
დიდი ალბათობით უმეტესი მათგანი ატმოსფეროში შემოსვლისას დაიწვება, მასკის კომპანიის მეცნიერების დასკვნით დარჩენილ თანამგზავრებიდან 40 თანამგზავრსაც, რომელთა დანიშნულება მაღალი ხარისხის კავშირის უზრუნველყოფა იყო სრული განადგურება ელის.

0
168
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
168