სიახლეები გეგუთის ციხეში 90 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა 2022, 11 თებერვალი, 13:59 გეგუთის მე-14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 90 პატიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა - ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველი ნათია ჩხეტიანი ავრცელებს. "მე-14 დაწესებულებაში 90 პატიმარს დაუდასტურდა კორონავირუსი. სად უნდა გადაიყვანონ ამდენი ადამიანი? ვერსად, გამოიკეტებიან ისევ და მოედება მთელს ციხეს."- აცხადებს ადვოკატი ნათია ჩხეტიანი. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ მსჯავრდებულებს რამდენიმე დღის წინ კოვიდ ტესტები არც კი ჩაუტარეს და არც იმის უფლებას აძლევენ, რომ საკნის გარეთ გავიდნენ. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, იმერეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 2 760 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. 42 3-ს მოსწონს
|