კინო ვარსკვლავები, რომლებმაც თმის საღებავს ბუნებრივი თმის ფერი არჩიეს 2022, 10 თებერვალი, 22:13 კანის წითელ ხალიჩაზე გაჩნდა ახალი ტრენდი - #greyhairdontcare. ენდი მაკდაუელი, ჰელენ მირენი და ჯოდი ფოსტერი გაბედულად დაუპირისპირდნენ ინდუსტრიას, რომელშიც დღესდღეობითაც ესწრაფვიან ახალგაზრდული იმიჯის ხაზგასმას და ფოტოგრაფების წინაშე, ამაყად გამოჩნდნენ ბუნებრივი ფერის თმებით. ამ სტატიაში თქვენ ნახავთ ამ და სხვა უშიშარ მსახიობებს, რომლებმაც უარი თქვეს თმის საღებავზე ბუნებრივი დაბერების სასარგებლოდ.
1. ენდი მაკდაუელი
წარსულში, სექსუალურმა შავგვრემანმა, ენდი მაკდაუელმა, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა ისეთ ფილმებში, როგორიცაა "Green Card", "Groundhog Day" და "Four Weddings and a Funeral", უკვე ერთი წელია რაც შეწყვიტა თმის შეღებვის პროცესი. უახლოესს ინტერვიუში, დრიუ ბერიმორის შოუში, 63 წლის მსახიობმა აღიარა, რომ ჭაღარის წინააღმდეგ ბრძოლა შეწყვიტა ლოქდაუნის პერიოდში, როდესაც არ შეეძლო სალონებში სიარული. ახლა იგი ტკბება "grey fox"-ის სტილით, თუმცა არ უარყოფს, რომ შესაძლოა, მომავალში უარს არ იტყვის ახალ ექსპერიმენტებზე ვარცხნილობასთან დაკავშირებით. "ეს არა ჭაღარა, არამედ ვერცხლის ფერია" - ხსნის მაკდაუელი - "მე შევწყვიტე თმის საღებავების გამოყენება არა იმიტომ, რომ ჩემი გარეგნობა აღარ მაინტერესებს, არამედ ვთვლი, რომ ეს ლამაზია და ძალიან მომწონს!".
2. ჰელენ მირენი ასაკობრივი როლების "დედა" - ჰელენ მირენი, რომლის ბოლო პროექტებში ვხვდებით ისეთ ფილმებს, როგორიცაა "Fast & Furious 9", "Anna ", "The Good Liar", უკვე მრავალი წელია არ ღებავს ჭაღარებს და ხანდახან თუ იყენებს სარეცხ საღებავს, რომელიც იდეალურად ჯდება მის თეთრ თმებზე. "მე აღარ ვიღებავ თმებს, იმიტომ რომ მეზარება" - აღიარებს 75 წლის მირენი - " სიმართლე, რომ გითხრათ, საერთოდ მეზარება თმების მოვლა. არსებობს ბევრი კარგი სტილისტი და სხვადასხვა მოდური იდეები, თუმცა, მიუხედავად ამისა, არ შემიძლია საათობით სალონში ყოფნა. ეს უბრალოდ არაა ჩემთვის". 3. ჯოდი ფოსტერი ჯოდი ფოსტერმა, ცნობილი როლებით ფილმში "The Silence of the Lambs", "Maverick" და "Taxi Driver", ახალგაზრდობიდანვე არჩია ბუნებრივობა: არანაირი კოსმეტოლოგიური ჩარევა, მინიმალური მაკიაჟი და ნატურალური თმის ფერი. 2020 წელს, მან სრულად შეცვალა თავისი გარეგნობა, მიიღო რა მონაწილეობა ფილმში "The Mauritanian", სადაც თმები სრულად, ნაცრისფრად შეიღება. მაშინ, 58 წლის მსახიობის ვერცხლისფერ თმაზე იმუშავეს კოლორისტებმა, თუმცა, როგორც ჩანს, ახლა მსახიობმა გადაწყვიტა გაეზარდა ბუნებრივი ნაცრისფერი თმა. 2021 წლის კანის კონიფესტივალის წითელ ხალიჩაზე, ფოსტერი მოჭაღარავო თმებით გამოჩნდა, რომლის შენიღბვას არც განსაკუთრებული ვარცხნილობით და არც რაიმე ელფერით არ შეეცადა. 4. გლენ კლოუზი გლენ კოუზი თმის საღებავებს უკვე 10 წელია რაც არ იყენებს, და ადვილად იღებს მონაწილეობას სხვადასხვა ფილმებში ხანდაზმული ქალების როლებით, დაწყებული ბრწყინვალე მწერლის, ჯოან კასტელმანის როლით ფილმში "The Wife" და დამთავრებული ექსცენტრიული, ოჯახის მთავრობით ფილმში "Hillbilly Elegy". "ვფიქრობ, ხალხს არ ესმის, რომ ისინი თავის სექსუალურობას სიკვდილამდე ინარჩუნებენ" - ამბობს 74 წლის მსახიობი - " შესაბამისად, ეს არაა დამოკიდებული გარეგნობაზე". 5. დაიან კიტონი თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, დაიანმა ატარა ქერა თმა, მანამ სანამ 2014 წელს გადაწყვიტა უარი ეთქვა თმების საღებავებზე. 75 წლის მსახიობი ამბობს, რომ მისთვის პრიორიტეტულია პომადის წასმა, ვიდრე ჭაღარის დაფარვა. თუმცა, ხანდახან, მის თმებში იკვეთება უფრო თბილი ფერები. თამამი არჩევანის დახმარებით, მისი არაორდინალური გარეგნობა უფრო ნათელი გახდა, ხოლო მისი პორტფოლიო შეივსო დამამახსოვრებელი როლებით ისეთ ფილმებში, როგორიცაა "Hampstead", " Book Club", Love, Weddings & Other Disasters". 186 შეფასება არ არის
|