x
image
თაზუ
თუ უყურებთ სერიალს "ეიფორია" -ეს სტატია თქვენთვისაა! ამის შემდეგ, თქვენ აუცილებლად მოგინდებათ თვალი ადევნოთ ამ სცენებს

ყველა თქვენგანს, ვინც ახლა უყურებს სერიალს "ეიფორია", ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, აუცილებლად გაგიჩნდებათ ინტერესი და სურვილი ეწვიოთ ინსტაგრამზე "@euphoriaddicted"-ის ექაუნთს და გამოიწეროთ ეს გვერდი. ანონიმური შემქმნელი გატაცებულია მოცემული პროექტის დამამახსოვრებელი სცენებით და ამ უკანასკნელს იმეორებს მინიატურულ მდგომარეობაში, იყენებს რა ბარბის თოჯინებს. მისი გამომწერები ხაზს უსვამენ გასაოცარ მსგავსებას დეტალებში, კერძოდ, ექაუნთის ავტორი დეტალურად ამუშავებს როგორც კოსტუმებსა და აქსესუარებს, ისე გარემოს ინტერიერს.

imageimageპროფილის შემქმნელი გვიზიარებს, რომ მას ჯერ კიდევ 2019 წელს შეუყვარდა 17 წლის, ნარკოდამოკიდებული რუ ბენეტი. "იქიდან გამომდინარე, რომ სერიალი მძაფრი და საკმაოდ მძიმეა, ვფიქრობ, რომ თოჯინებით ამ სცენების შემუშავება იდეალურია, იქიდან გამომდინარე, რომ მათ უმეტესად იყენებენ უფრო მსუბუქ და მხიარულ სიტუაციებში" - ამბობს "@euphoriaddicted"-ის ავტორი.
imageimage"მე ყოველთვის ვცდილობ ვუყურო ყველა ეპიზოდს მხოლოდ ერთხელ, სიუჟეტური ხაზის გამო, თუმცა უმეტესად ყურადღება მეფანტება, როდესაც ვხედავ სცენას, რომელიც ძალიან მომწონს და რომელიც ეგრევე მამახსოვრდება. სიმართლე, რომ გითხრათ, გამუდმებით ვფიქრობ თოჯინების სცენებზე. მაშინაც კი, როდესაც ვუყურებ სხვა სერიალს ან კი რაიმე შოუს, ვგრძნობ, რომ შემიძლია ყველაფერი ვაქციო თოჯინების სცენად". თითოეული ფრაგმენტის დამზადებაზე მიდის რამდენიმე საათი, თუმცა შედეგი ამად ღირს.

imageimageimage











0
87
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
87
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0