საზოგადოება „უგულავას გახდომა ბიუჯეტს 114 ათასი, სოფო ნიჟარაძის სასტუმრო კი 5 000 დაუჯდა“ - ბრალდებებს სააკაშვილი არ პასუხობს 2022, 9 თებერვალი, 21:46 რა გადაუდებელი აუცილებლობა იყო გიგი უგულავას გახდომა, რაც ქვეყანას 114 ათასი ლარი დაუჯდა? სოფო ნიჟარაძის სასტუმროს მომსახურება, რაც სახელმწიფოს 5 ათასი ლარი დაუჯდა? ამაზე ისაუბრეთ, - ასე მიმართა პროკურორმა გიორგი მუჯირმა სასამართლოს სხდომაზე, მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გაწეულ ხარჯებზე საუბრისას განაცხადა. . მუჯირს სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ უპასუხა. "ეს რეაქცია რას ნიშნავს?! ეს პროპაგანდა რას ნიშნავს?! სახე არ დაკარგოთ, რა განცხადებებს აკეთებთ?! სირცხვილია, ამ ყველაფერზე პასუხი გაცემულია!“ - განაცხადა მან. . მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა დახურეთ და გინდა მოხურეთ. ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს, - ასე მიმართა მსჯავრდებულმა ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ბადრი კოჭლამაზიშვილს, რომელიც სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეს იხილავს. . მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას სასამართლო დარბაზში ხმაური მოჰყვა, მოსამართლემ მას სასამართლოსა და ბრალდების მხარის შეურაცხყოფისთვის შენიშვნა მისცა. „თუ გგონიათ, რომ რომელიმე თქვენგანის ნათქვამი ვინმემ გაიგო და მოისმინა, ძალიან ცდებით. ისე ნუ გააკეთებთ, რომ წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით სხდომა დავხურო. ვინაიდან თქვენი გამოსვლა არის შეურაცხმყოფელი როგორც მოწინააღმდეგე მხარისთვის, ასევე სასამართლოსთვის, მე გაძლევთ შენიშვნას და თუ თქვენი მონაწილეობა ხელს შემიშლის სხდომის გაგრძელებაში, დავხურავთ სხდომის დარბაზს და მშვიდ ვითარებაში გავაგრძელებთ საქმის განხილვას. შეურაცხყოფას აქ არავინ არ მოითმენს“, - განაცხადა მოსამართლემ. . „მშვიდი ვითარება თქვენ აღარასოდეს გექნებათ. რა მნიშვნელობა აქვს, გინდა დახურეთ და გინდა მოხურეთ. ეს ზღაპრები მოუყევით ბებიათქვენს“, - უპასუხა სააკაშვილმა. . სააკაშვილის პროცესზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ექნებოდა პერიოდთან, რაც ბრალდების საგანს წარმოადგენს, – ამის შესახებ საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა. . პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, გარდა საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე. „დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა მოწმე ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ისარგებლა მისთვის საპროცესო კანონმდებლობით მინიჭებული უფლებით და უარი თქვა ჩვენების მიცემაზე. მათ მიერ წარმოდგენილი იქნა მოწმე, რომელსაც არანაირი შემხებლობა არ ჰქონია იმ პერიოდთან, რაც ბრალდების საგანს წარმოადგენს. ბრალდებულმა მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველაფერზე, გარდა მის მიერ მისი და მისი გარემოცვის ფუფუნებისთვის დახარჯული 9 მილიონი ლარისა“, - განაცხადა პროკურორმა. . თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართა. 44 შეფასება არ არის
|