სხვა "კარფურის" 10 წლის იუბილე: სიყვარულის 10 დღე Mastercard-თან ერთად და რომანტიული პრიზების მოგების შანსი 2022, 9 თებერვალი, 16:49 ![]() „კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-10 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, კომპანიის ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი ქართველ მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება "კარფურის" მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის. გამონაკლისი არც ეს წელია. ![]() 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „კარფური“ მთელი წლის განმავლობაში გეგმავს ერთგულ მომხმარებლებს განსაკუთრებული პრიზები გადასცეს შოპინგისას. კამპანიის ფარგლებში, ყოველი თვის 10 დღე საჩუქრებითა და პრიზებით იქნება დატვირთული - იანვარში „კარფურის“ მომხმარებლებს 10 საერთაშორისო ბრენდის მრავალფეროვანი საჩუქარი გადაეცათ, გამარჯვებულები კი იღბლიანი ბორბლის მეშვეობით გამოვლინდნენ. ამჯერად, თებერვალში „კარფური“ ერთგულ მომხმარებლებს, Mastercard-თან ერთად, ვალენტინობის თემატიკიდან გამომდინარე, რომანტიულ პრიზებს გადასცემს. 10 თებერვლიდან 20 თებერვლის ჩათვლით, „კარფურის“ ყველა ფილიალში შემოსულ მომხმარებელს შანსი ექნება მოიგოს 2-დღიანი საგზური, 2 ადამაინზე - ლოპოტა სპა რეზორტში. გარდა იმისა, რომ მოგზაურობის დროს გამარჯვებულებს საშუალება ექნებათ დატკბენენ კახეთის ბუნებით საყვარელ ადამიანებთან ერთად, სასტუმრო მათ შესთავაზებს მაქსიმალურ კომფორტს და სასიამოვნო გარემოს - დახურულ საცურაო აუზს, ჯაკუზს, ცხელ - ორთქლის საუნებს და ფიტნეს ცენტრს. მათ ასევე შეეძლებათ ისარგებლონ ველოსიპედით და დატკბნენ ლოპოტას ტბაზე სერინობით, ითამაშონ მაგიდის ჩოგბურთი და შეიქმნან განსაკუთრებული მომენტები. გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია - ამისთვის საჭიროა ეწვიოთ „კარფურის“ ნებისმიერ ფილიალს, შეიძინოთ თქვენთვის სასურველი პროდუქტი, გადაიხადოთ Mastercard-ით და არ დაგავიწყდეთ „მაი ქლაბ“ ბარათის გამოყენება. ბოლოს კი დააკვირდით თქვენს ქვითარს, რომელიც შესაძლებელია მომგებიანი აღმოჩნდეს. გარდა ამისა, „კარფური“ თავის მომხმარებლებს სხვა საჩუქრებსაც უმზადებს, მათ შორის: მამაკაცისა და ქალის სუნამოებს, სახლის მოვლის საშუალებისა და ტკბილეულის კალათას, სასმელების შეკვრას, თავის მოვლის საშუალებებს და სხვა მრავალფეროვან საჩუქარს. აღნიშნე "კარფურის" 10 წლის იუბილე Mastercard-თან ერთად, შეუერთდი 10-დღიან სასიყვარულო კამპანიას და არ გამოტოვო შანსი მოიგო გრანდიოზული პრიზები! R 16 1-ს მოსწონს
|