x
image
თაზუ
9 ქალი მსახიობი, რომელთაც მამაკაცთა როლი ბრწყინვალედ მოირგეს
იყო მამაკაცური - არაა ქალური საქმე? არამგონია, ყოველშეთხვევაში, აქ ჩამოთვლილ ნიჭიერ ქალ მსახიობთა მამაკაცების როლის ბრწინვალე შესრულება აშკარად ეწინააღმდეგება ზემოთ აღნიშნულ მოსაზრებას, მითუმეტესს, რომ მათ ამ როლებისათვის კინო დაჯილდოებიც მიიღეს.

1. მერილ სტრიპი - რაბინი სერიალში "Angels in America".

imageმინი სერიალში "Angels in America", რომელიც გადაიღეს ტონი კუშნერის პიესის საფუძველზე, ძნელია მერილ სტრიპის ამოცნობა მოხუც, ნაოჭებიან რაბინში.

2. ჰილარი სოუნკი - ბრენდონ ტინა, ფილმში "Boys Don't Cry".


imageამ ფილმს საფუძვლად რეალური ისტორია უდევს. ბრენდოდ ტინა იყო ტრანსგენდერი, რომელიც გააუპატიურეს და მოკლეს ნებრასკას შტატის პატარა ქალაქში. ამ როლის შესრულებისთვის ჰილარიმ მიიღო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის "ოსკარი" და "ოქროს გლობუსი".

3. კეიტ ბლანშეტი - ბობ დილანი ფილმში "I'm Not There".

image"I'm Not There" - ეს დრამა ეხება როკერ ბობ დილანს, რომლის როლი მოირგეს ერთდროულად რამდენიმე მსახიობმა: რიჩარდ გირმა, ჰიტ ლეჯერმა, კრისტიან ბეილმა და... კეიტ ბლანშეტმა!

4. გლენ კოუზი - "Albert Nobbs".

image2011 წლის, ისტორიულ ფილმში, კოუზმა ითამაშა ქალის როლი, რომელიც თავისი ცხოვრების უმეტესი დრო გაატარა მამაკაცის, ალბერტ ნობსის ფორმაში. მისთვის, როგორც ღარიბი ირლანდიელი მოსამსახურის, არაკანონიერი ქალიშვილისთვის, , კაცის ფორმაში ყოფნა და არსებობა - ერთადერთი გზა იყო ნორმალური ცხოვრებისათვის და მუშაობისთვის.

5. ვუპი გოლდბერგი - რობერტ ს. ფილმში " The Associate".

imageამ ფილმში, გენდერული და რასობრივი დისკრიმინაცია გადმოიცემა იუმორიულად, კერძოდ, ფინანსური ანალიტიკოსი ლორელი - ნიჭიერი, ჭკვიანი და ამბიციურია, თუმცა ქალია და ამავდროულად, შავკანიანია. კარიერის გულისთვის ის ღებულობს რისკიან გადაწყვეტილებას და ერთვება გიჟურ ექსპერიმენტში - იწყებს ბიზნესის მართვას, თეთრკანიანი მამაკაცის გარეგნობის გამოყენების დახმარებით.

6. გვინეთ პელტროუ - ყმაწვილი ვიოლა ფილმში "Shakespeare in Love".

imageტრაგიკომედიაში "Shakespeare in Love" გვინეთ პელტროუ ასრულებს ქალ მსახიობის, ვიოლას როლს, რომელსაც თავის მხრივ, მორგებული აქვს კაცის როლი სპექტაკლში, რათა ჰქონდეს შესაძლებლობა თამაშისა. ცოტა დამაბნეველია, ხომ? რეალური სიტუაცია მარტივია, კერძოდ, ადრეულ პერიოდში, გარკვეულ დრომდე, ქალებს ეკრძალებოდათ სცენაზე გამოსვლა, შესაბამისად, პელტროუ ირგებს ახალგაზრდა ყმაწვილის გარეგნობას, რათა იქონიოს შესაძლებობა შექსპირის პიესებში მონაწილეობის.

7. ამანდა ბაინსი - სებასტიან განსტინგსი ფილმში "She's the Man".

imageმანამ სანამ ამანდა "გაგიჟდებოდა", იგი თამაშობდა ახალგაზრდულ კომიდიურ ფილმებში. მაგალითად, ფილმში "She's the Man", ამანდამ ბრწყინვალედ შეასრულა სებასტიანის როლი.

8. ტილდა სუინტონი - ფილმში "Orlando".

imageimageორლანდო - ფილმის მთავარი გმირია, რომელიც ცხოვრების პირველ ნახევარს ატარებს როგორც მამაკაცი, თუმცა ერთხელაც იღვიძებს, როგორც ქალი.

9. ანჯელინა ჯოლი - საზღვაო ოფიცერი ფილმში "Salt".

imageფილმში "Salt" ანჯელინა ჯოლი ასრულებს რუსი ჯაშუშის მთავარ როლს. "სამსახურისთვის" მის გმირს უწევს კარდინალურად გარეგნობის შეცვლა - სადაც იგი სრულიად ემსგავსება მამაკაცს.



0
344
შეფასება არ არის
ავტორი:თაზუ
თაზუ
344
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0