x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136061
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510321
ლიბიაში ვლადიმერ პუტინის გამოსახულებით ჰაშიშის დიდი პარტია იპოვეს
image

ლიბიაში ადგილობრივმა მცხოვრებმა ადგილობრივ პოლიციას ჰაშიშის აღმოჩენის შესახებ შეატყობინა, რომელზეც ვლადიმერ პუტინი იყო გამოსახული. ამის შესახებ Libya Observer-ი იუწყება.



შემთხვევა 5 თებერვალს მოხდა.



ქალაქის კრიმინალური გამოძიების მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, 323 ბრიკეტისგან შემდგარი ნარკოტიკული ნივთიერების პარტია ადგილობრივმა მცხოვრებმა ზღვის სანაპიროზე აღმოაჩინა. შეფუთვაზე გამოსახული იყო ვლადიმერ პუტინი საქმიან კოსტიუმში და ჰალსტუხში გამოწყობილი.



მანამდე ჰაშიშის დიდი პარტია კოლუმბიელი ნარკობარონის, პაბლო ესკობარის გამოსახულებით აღმოსავლეთ ლიბიის რამდენიმე სანაპიროზე აღმოაჩინეს.

image

ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა პლაჟზე ჰაშიშის გამოჩენა შეიძლება მიუთითებდეს იმას, რომ ნარკოტიკების კონტრაბანდული ტვირთი, რომელიც განკუთვნილი იყო ერთ-ერთი ნარკოდილერისთვის, ზღვაში ჩაიძირა.


მსხვილი კომპანიებისა და ორგანიზაციების ლოგოები ამოღებულ ნარკოტიკების პაკეტებზე არც თუ იშვიათად გვხვდებათ სხვადასხვა ქვეყანის პოლიციელებს ვარაუდობენ, რომ ნარკომოვაჭრეები თავიანთ საქონელს გარკვეული ლოგოთი ნიშნავენ, რათა განასხვავონ ისინი სხვა დილერებისთვის განკუთვნილ პარტიებისგან.


შეგახსენებთ, რომ 2018 წლის აგვისტოში ბელგიაში ამოიღეს ბრიკეტებში შეფუთული კოკაინის დიდი პარტია პუტინის პარტიის, "ერთიანი რუსეთის" ლოგოთი.


0
159
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
159
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0