x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდებათ: ნახეთ, როგორ ცხოვრობს მონაკოს ღარიბი მოსახლეობა
image


მონაკოს სამთავრო - ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და მხოლოდ 2, 02 კმ2 ფართობს მოიცავს. მონაკო მსოფლიოში ცნობილია თავისი ბრწყინვალე პეიზაჟებით, შესანიშნავი ხმელთაშუა ზღვის კლიმატით, ცნობილი კაზინოებითა და ღამის კლუბებით. ეს ჯუჯა სახელმწიფო პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ ადგილად ითვლება, რომელიც ცხოვრების საკმაოდ მაღალი ხარისხით გამოირჩევა, და მაინც რაში მდგომარეობს ამ ქალაქ - სახელმწიფოს უნიკალურობა?


image


რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მონაკოს სანიტარიული სტანდარტების მიხედვით, ერთ ადამიანზე მინიმუმ 125 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი ფართი მოდის, და ეს სულაც არ გეგონოთ ხუმრობა. პატარა სამთავროში ცხოვრება სწორედ ასეა მოწყობილი.


image


ერთ საგულისხმო ამბავს მოგიყვებით, ერთ-ერთ შეხვედრაზე სამთავროს 11 უღარიბესი მაცხოვრებლის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხი წყდებოდა.


image


ცნობისთვის, ქვეყანაში ყველაზე იაფი საცხოვრებელი ფართის ღირებულება დაახლოებით 20 ათასს ევროს შეადგენს, ანუ სამთავროს ამ 11 ყველაზე ღარიბ მცხოვრებს სახლები გამოეყო, რომელთაგან თითოეული მინიმუმ 2, 5 მილიონი ევროს ღირებულების იყო.


image


შეგახსენებთ, რომ მონაკოში პრემიუმ - კლასის ერთი კვადრატული მეტრის ღირებულება დაახლოებით 50-70 ათასი ევროა. მაგალითად, ამ ძაღლის აივანი დაახლოებით იგივე ღირს, რაც საშუალოდ ერთოთახიანი ბინა რუსეთის რომელიმე რეგიონში. თავად სამთავრო საკმაოდ პატარა და მოკრძალებულია, მისი ფართობი მხოლოდ ორ კვადრატულ კილომეტრს შეადგენს.


imageimage


მონაკოში დაახლოებით 37 ათასი ადამიანი ცხოვრობს, თუმცა ქვეყნის სრულუფლებიანი მოქალაქე აქედან მხოლოდ 5 000-ია, რომელიც მთელი რიგი უპირატესობებით სარგებლობს, მაგალითად, შეუძლია ქალაქის ძველ უბანში დასახლდეს და გადასახადებისგან მთლიანად გათავისუფლდეს.


image


უცხოელისთვის მონაკოს მოქალაქეობის მიღება ძალიან რთულია. ქვეყანაში უძრავი ქონების შეძენით, თქვენ ასეთ შესაძლებლობას სამწუხაროდ ვერ მიიღებთ... გასული ნახევარი საუკუნის განმავლობაში, მხოლოდ 5 ადამიანმა შეძლო სამთავროს მოქალაქეობის უფლების მიღება.


imageimage




ლეგენდარული კაზინო მონტე - კარლო


image


მონაკოში საშუალო ხელფასი 5, 5 ათასს ევროს შეადგენს, გარდა ამისა ქვეყნის მოსახლეობა მთელი რიგი სოციალური შეღავათებითაც სარგებლობს.



image


სათამაშო ინდუსტრია ქვეყნის შემოსავლის მხოლოდ 4%-ს შეადგენს. ძირითადი წილი ტურიზმზე, მშენებლობაზე, ავტომობილების წარმოებაზე და მედიაზე მოდის, რომელიც სამეფო ოჯახის ცხოვრებას აშუქებს.


image


ქვემოთ მოცემულ ფოტოზე ქვეყანაში ერთადერთი საჯარო საცურაო აუზია ასახული.


image




0
673
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
673