x
image
ქეთეონე
5 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობენ მაშველები მაროკოში
image

მაშველები, რომლებიც უიმედოდ ცდილობენ მაროკოში, ღრმა ჭაში ჩავარდნილი ხუთი წლის ბიჭის ამოყვანას, ოპერაციის ბოლო ეტაპზე გადავიდნენ.

BBC -ის ცნობით, ბავშვი ოთხი დღის წინ წყლის ჭაბურღილის ვიწრო ღიობიდან 32 მეტრის სიღრმეში ჩავარდა. შემთხვევის ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი.

დღეს ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაშველები ბიჭიდან 1, 8 მეტრში იმყოფებიან, თუმცა მეწყრის საშიშროების გამო, სამაშველო პროცესები უფრო და უფრო რთულდება.


"ჩვენ თითქმის იქ ვართ. სამი დღეა უწყვეტად ვმუშაობთ და დაღლილობა მატულობს, მაგრამ მთელი სამაშველო ჯგუფი ჩართულია“, - თქვა ოპერაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, აბდესალამ მაკუდიმ.

​შემთხვევის დროს 5 წლის ბიჭის მამა ჭას არემონტებდა. "იმ ერთ მომენტში, როცა მას თვალი მოვაშორე, პატარა ჭაში ჩავარდა", - ყვება ის ადგილობრივ მედიასთან.

მაშველებმა ჭაში ჩაუშვეს ჟანგბადის ნიღაბი, საკვები და წყალი, ადგილზე მობილიზებულია სამედიცინო ჯგუფიც, რომელიც მზად არის ბიჭის სამკურნალოდ გადასაყვანად. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია ვერტმფრენიც, რომელიც ჭიდან ამოყვანის შემდეგ 5 წლის რაიანს საავადმყოფოში გადაიყვანს.


0
191
3-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
191
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0