x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512064
კადრები საყვარელი ფილმებიდან, სადაც მსახიობების ემოციები რეალური იყო და არ თამაშობდნენ

image
როდესაც ფილმებს ვუყურებთ, ვერც კი ვაცნობიერებთ, რომ ზოგიერთ მომენტში მსახიობები არ თამაშობენ და განიცდიან რეალურ ემოციებს. ეს მაშინ ხდება, როცა რეჟისორები ხრიკების საშუალებით ცდილობენ საუკეთესო კადრის დაჭერას. ხანდახან კი იმპროვიზაციას თავად მსახიობები მიმართავენ:

1. ბილ მიურეი და დენ აიკროიდი (მოჩვენებებზე მონადირეები)

ბიბლიოთეკის სცენაში ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა შემთხვევით დაარტყა წიგნების კარადას და ის ხმაურით დაეცა. მსახიობები მოულოდნელობისგან შეხტნენ და უკან მიიხედეს, შემდეგ ბილ მიურეიმ გადახედა დენ აიკროიდს და ჰკითხა: "ეს ადრეც შეგემთხვა?" აიკროიდმა თავი გააქნია. ამას მიურეიმ დაამატა: "ოჰ, პირველად?" საპასუხოდ მან დადებითი პასუხი მიიღო.

რეჟისორ ივან რეიტმანს იმდენად მოეწონა მსახიობების იმპროვიზაცია, რომ გადაწყვიტა ეს სცენა ფილმში დაეტოვებინა.image

2. ჯორჯი ჰენლი (ნარნიას ქრონიკები)

ფილმის რეჟისორმა ენდრიუ ადამსონმა გადაწყვიტა არ ეჩვენებინა პატარა მსახიობისთვის ის დეკორაციები, რომლებიც ნარნიას სამყაროსთვის იყო შექმნილი. ასე რომ, როდესაც ლუსი კარადაში გადის, ის მართლაც პირველად ხედავს მომხიბვლელ თოვლიან ტყეს. გოგონას რეაქცია ჯადოსნურ სამყაროზე რეალურია.image

3. კრის ლენგჰემი (მონტი პაიტონი : ბრაიანის ცხოვრება)

იმ სცენაში, სადაც პატრიციონი ჯარისკაცს ახლოდან მეგობრის უჩვეულო სახელს ეუბნება, მამაკაცი სიცილს ძლივს იკავებს. ჯარისკაცის როლს ჩვეულებრივი მასის მსახიობი ასრულებს, ის არ გაუფრთხილებიათ რა მოხდებოდა კადრში, უბრალოდ სთხოვეს არ გაეცინა. image

4. ქეით უინსლეტი (ტიტანიკი)

ფილმში არის სცენა, სადაც როუზი მიდის ჯეკის საძებნელად და დადის ზღვის წყლით დატბორილ დერეფნებში. წყალი წყნარი ოკეანედან მოიტანეს და, შესაბამისად, უბრალოდ ყინულივით ცივი იყო. როდესაც ქეით უინსლეტი პირველად ჩადის, სიცივისგან ნამდვილად ხმამაღლა და მკვეთრად კვნესის. შედეგად ანემიაც კი დაემართა. ეს მომენტი კი დარჩა ფილმში.image

5. ფინ ვოლფჰარდი, სოფია ლილისი, ჯეიდენ მარტელი და სხვა ბავშვი მსახიობები ("იგი")

ავტოფარეხის პროექტორის სცენის გადაღებამდე მსახიობებს არ აჩვენეს ბილ სკარსგარდი სრული მაკიაჟითა და კოსტუმებით.

ასე რომ, იმ მომენტში, როდესაც ბავშვები პირველად ხედავენ საშინელ ჯამბაზს პროექტორზე, მათ ნამდვილად ეშინიათ. ასე რომ, ფილმში ჩვენ ვხედავთ საშინელების რეალურ ემოციებს.image

6. ტომ ჰიდელტონი (თორი)

ღმერთის ოდინის როლი დიდებულ ენტონი ჰოპკინსს ერგო. მას ჰქონდა შანსი გამოეჩინა თავისი ნიჭი ძლევამოსილი და მთავარი ასგარდიდან ტორის განდევნის ეპიზოდში. რეჟისორმა მსახიობს იმპროვიზაციის საშუალება მისცა. შედეგად, ჩვენ მივიღეთ ძლიერი მონოლოგი ოდინისგან, რის შემდეგაც ადგილზე მყოფმა ყველა ადამიანმა ლამის იტირა. მათ შორისაა მსახიობი, რომელიც ლოკის როლს თამაშობდა. ამ სცენაში ხედავთ, რომ თვალები სველი აქვს და ეს არ არის მსახიობობა.image

7. ტომ ფელტონი (ჰარი პოტერი და საიდუმლო ოთახი)

ჰარი პოტერის მეორე ფილმის ბოლოს არის სასაცილო მომენტი. როდესაც პროფესორი დამბლდორი დიდ დარბაზში აქებს ჰაგრიდს, ყველა სტუდენტი დგება და ტაშს უკრავს. ყველა, გარდა სლიზერინელებისა, რომლებიც ჩვეულებრივ სხედან უკმაყოფილო სახეებით. თუმცა, ერთ-ერთი მათგანი, კრაბი, მიუხედავად ამისა, ინერციით დგება და იწყებს ტაშის დაკვრას, მაგრამ მკვეთრად უკან ჯდება მის გვერდით მჯდომი დრაკო მალფოის გამო. ასე რომ, ეს სცენა სცენარში არ იყო. ფაქტია, რომ მსახიობ ჯეიმი უაილეტს დაავიწყდა, რომ არ უნდა ამდგარიყო. ამიტომ, ტომ ფელტონმა ძალით ჩამოიწია პარტნიორი, რათა სცენა არ გაეფუჭებინა.image

8. ემა უოტსონი, დენიელ რედკლიფი და რუპერტ გრინტი ( ჰარი პოტერი და ფენიქსის ორდენი)

ჰარი, რონი და ჰერმიონი სხედან გრიფინდორის საერთო ოთახში და განიხილავენ ჰარის და ჩო ჩანგის კოცნას. ჰერმიონი გრძნობების შესახებ საუბრობს და ამთავრებს ფრაზით: „კბილის ჩხირივით ემოციური დიაპაზონი გაქვს“. ეს სტრიქონი იყო წიგნშიც და სცენარშიც, მაგრამ იმდენად სასაცილოდ და მხიარულად ჟღერდა, რომ სამივემ სცენის ბოლოს სიცილი დაიწყო.

image







0
229
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0