x
მეტი
  • 21.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512065
8 ვარსკვლავური წყვილი, რომელთა სიყვარულის ისტორიაც ნამდვილ რომანტიკულ კომედიას ჰგავს

ხშირად გვესმის ფრაზა, რომ ისეთი რომანტიკული სიყვარული როგორიც ფილმებში ან წიგნებშია, არ არსებობს. ეს ვარსკვლავური წყვილები საპირისპიროს დაგიმტკიცებენ:

1. დევიდ ბეკჰემს პოშ სპაისი ტელევიზორიდან შეუყვარდა

ამბობენ, რომ დევიდს თავისი მომავალი ცოლი მაშინ შეუყვარდა, როდესაც ტელევიზორში Spice Girls-ის ვიდეო ნახა სიმღერაზე «Say You’ll Be There», ის იმ დროს მანჩესტერ იუნაიტედში თამაშობდა და მომღერალი პირველად ნახა, როცა გოგონა ლონდონში თამაშის საყურებლად მივიდა. დევიდს გარკვეული დრო დასჭირდა მასთან დასალაპარაკებლად და მხოლოდ შემდეგ კვირას დაუკავშირდა მანჩესტერში. ვიქტორიამ თავისი ტელეფონის ნომერი ახალგაზრდა ფეხბურთელს მატარებლის ბილეთზე დაუწერა, ამ ბილეთს კი დევიდი დღემდე ინახავს.image

2. ნეთ როკნროლმა ქეით უინსლეტი ხანძრისგან იხსნა

როდესაც ნეკერის კუნძულზე ხანძარი გაჩნდა, ქეით უინსლეტს გაუმართლა, რომ არა მხოლოდ გადარჩა, არამედ სიყვარულიც იპოვა.. ის შვილებთან ერთად დასასვენებლად იმყოფებოდა, როდესაც სახლს მეხი დაეცა. მისი მომავალი მეუღლე ახლოს ცხოვრობდა და ხანძრის დანახვის შემდეგ დასახმარებლად ფანრით გაიქცა. როგორც მოგვიანებით ხუმრობდა, სწორედ იმ მომენტში გადაწყვიტა, რომ ცოლად გაჰყვებოდა თავის მხსნელს და ასეც მოხდა.image

3. პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლი ბრმა პაემანზე გაიცნო

კითხვაზე, როდის მიხვდა, რომ მეგანი იყო ის ერთადერთი, ჰარიმ მაშინვე უპასუხა: „როგორც კი შევხვდით“. ბრმა პაემანი მათ საერთო მეგობარმა 2016 წლის ივლისის დასაწყისში მოუწყო. მათ შორის ნაპერწკალი მაშინვე გაჩნდა და მეორე პაემანზე პრინცმა ჰარიმ მეგან მარკლი აფრიკაში სამოგზაუროდ მიიწვია.

როგორც მან განაცხადა, მათ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბოტსვანაში ვარსკვლავების ქვეშ ლაშქრობამ. მათ შეხვედრა განაგრძეს და 2 წლის შემდეგ დაქორწინდნენ.

image

4. ბლეიკ ლაივლი და რაიან რეინოლდსი ბრმა ორმაგ პაემანზე წავიდნენ... სხვა ადამიანებთან

სერიალ “ჭორიკანა"-ს ვარსკვლავი ბლეიკ ლაივლი და მსახიობი რაიან რეინოლდსი ერთმანეთს პირველად 2010 წელს ფილმის “მწვანე ფანარი"-ს გადასაღებ მოედანზე შეხვდნენ. ისინი დამეგობრდნენ თუმცა იმ პერიოდში ორივე დაკავებული იყო. ეს მოხდა დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, როდესაც მსახიობები ორმაგ პაემანზე მივიდნენ... მაგრამ არა ერთმანეთთან.

რეინოლდსის თქმით, ეს ძალიან უხერხული პაემანი იყო. მიუხედავად ამისა, მსახიობებმა დაიწყეს ურთიერთობა და მათ შეძლეს ძლიერი ოჯახის შექმნა.image

5. მაიკლ დუგლასმა იცოდა, რომ კეტრინ ზეტა ჯონსის შვილების მამა გახდებოდა

მსახიობები ერთმანეთს დოვილის კინოფესტივალზე შეხვდნენ. მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ კეტრინ ზეტა-ჯონსი ღონისძიებაზე დასწრებას აპირებდა, დუგლასმა ასისტენტს სთხოვა მასთან შეხვედრის მოწყობა. საუბრის დაწყებიდან მალევე, დუგლასმა მას გაბედულად უთხრა: „იცი, მე შენი შვილების მამა გავხდები“.

კეტრინ ზეტა-ჯონსი მეორე დღეს გაფრინდა დოვილიდან, მაგრამ ისინი განაგრძობდნენ ტელეფონზე საუბარს და დროდადრო ერთად სადილობდნენ. საბედნიეროდ, ასაკობრივი სხვაობა შემაფერხებელი არ ყოფილა: ისინი 20 წელზე მეტია დაქორწინებულები არიან.image

6. პატრიკ დემპსი თმის შესაჭრელად წავიდა და მომავალ მეუღლეს შეხვდა

ცნობილი სტილისტი და ვიზაჟისტი ჯილიან ფინკი შოკირებული იყო, როდესაც 1994 წელს თავის განრიგში პატრიკ დემპსის სახელი ამოიკითხა. იმ დროს ის სხვა მამაკაცთან იყო ურთიერთობაში, ამიტომ ოფიციალურად დემპსიმ და ფინკმა 3 წლის შემდეგ დაიწყეს ურთიერთობა, როცა მსახიობმა მეგობრისგან შეიტყო, რომ ჯილიანი ისევ თავისუფალი იყო.

ურთიერთობები სწრაფად განვითარდა და მხოლოდ 3 თვის შემდეგ პატრიკმა და ჯილიანმა ერთად დაიწყეს ერთად ცხოვრება. წყვილმა 1999 წელს იქორწინა და დღესაც ერთად არიან.image

7. კელი პრესტონი ჯერ კიდევ დაქორწინებული იყო, როდესაც ჯონ ტრავოლტა გაიცნო

როდესაც კელი პრესტონი და ჯონ ტრავოლტა შეხვდნენ კომედიის "ექსპერტები"-ს ქასთინგზე. იმ დროს მსახიობი სხვა მამაკაცზე იყო დაქორწინებული. მათმა საერთო მეგობარმა იწინასწარმეტყველა, რომ ისინი ერთად იქნებოდნენ და ის მართალიც გამოდგა.

მოგვიანებით ტრავოლტამ აღიარა, რომ დანახვისთანავე მიხვდა, რომ კელი იყო ის ერთადერთი. მალევე ქალი დაშორდა ქმარს და დაქორწინდა ტრავოლტაზე. ცხადია, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, რადგან მათი ქორწინება 29 წელს გაგრძელდა, 2020 წელს კი კელი სიმსივნის დიაგნოზის გამო გარდაიცვალა 57 წლის ასაკში.image

8. ეშტონ კუტჩერი პირველი იყო, ვინც მილა კუნისს აკოცა

ვინ იფიქრებდა, რომ "70-იანი წლების შოუს" საყვარელი წყვილის ურთიერთობა ეკრანს გასცდებოდა? 2001 წელს ინტერვიუში მილამ აღიარა, რომ ეს მისი პირველი კოცნა იყო და გადასაღებ მოედანზე ძალიან ნერვიულობდა, რადგან ეშტონზე ყურებამდე იყო შეყვარებული.

გადაღების ბოლოს ისინი მეგობრებად დარჩნენ და მხოლოდ 2012 წელს შეხვდნენ ისევ ოქროს გლობუსის დაჯილდოების ცერემონიაზე. მათ ვალდებულების გარეშე ურთიერთობა დაიწყეს, მაგრამ ძალიან სწრაფად მათი რომანი გადაიზარდა რაღაც უფრო მეტში. იმავე წელს დაიწყეს ერთად ცხოვრება და 3 წლის შემდეგ დაქორწინდნენ.image




0
124
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
124
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0